თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი. ქართველთან ერთად აღნიშნულ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას კიდევ 8 კალათბურთელი აცხადებს. ესენი არიან:

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), ნანდო დეკოლო (ცსკა), ბრედ ვანამაკერი (ფენერბაჰჩე), იან ვესელი (ფენერბაჰჩე), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), ალექსეი შვედი (ხიმკი), სერხიო როდრიგესი (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი).

აღნიშნული 9 კალათბურთელიდან ევროლიგის 16 გუნდის მწვრთნელი ხმას ერთ მათგანს აძლევს, თუმცა მათ შეუძლიათ სხვა კალათბურთელიც დაასახელონ. ამის შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო სპორტსმენი. ამ სამი კალათბურთელიდან საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობას კი  გულშემატკივართა ხმები
გადაწყვეტს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი დიდი პატივისცემა ზაზას,უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე ორი წელი მთელი ერი სასწაულ პიარს უკეთებდა,სიმღერები იწერებოდა,ღონისძიებები ტარდებოდა.შარშან გიო შემადინი ევროპის სამ ძლიერ კალათბურთელში მოხვდა კონკურსის წესით უმეტესობას არ გაგვიგია,ისე იქნება წელსაც თორნიკეზე.ეს ავღნიშნე,უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულება ჩემგან რიგითი ქართველისგან ზაზას ნადმვილად არ ეკუთნის
ბექა
14:45 20-02-2018
2
გაგეხსნა კოკოითური საღერღელი შიბლაკაცო? :DDDD
შიბლატროლს
14:13 20-02-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული