ფარიდი გახდა პირველი კალათბურთელი "ნაგეტსის" ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა და 25 მოხსნა მიითვალა. გარდა ამისა, ასოციაციის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია ასეთი სტატისტიკა 30 წუთზე ნაკლებ სათამაშო დროში.
* * *
"შარლოტისა" და "ოკლაჰომას" მატჩში "თანდერის" გამათამაშებელმა რასელ უესტბრუკმა 21-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 29 ქულა დააგროვა.
ეს შეხვედრა ზედიზედ მე-11
აღვნიშნავთ, რომ რასელის აღნიშნული სერია ყველაზე ხანგრძლივია მიმდინარე სეზონში ასოციაციის ყველა კალათბურთელს შორის.
* * *
"ნიუ ორლეანთან" წაგების შემდეგ, "სან ანტონიომ" თავის უახლეს ისტორიაში რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა. ლაპარაკია 1997 წლიდან მოყოლებულ პერიოდზე, როცა "სპურსმა" დრაფტის პირველ რაუნდში აირჩია ტიმ დანკანი.
პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ "პელიკანსთან" წაგება მეცხრე იყო გუნდისთვის დეკემბრიდან მოყოლებული. ეს უარესი შედეგია კლუბის ისტორიაში ცალკე აღებულ კალენდარულ თვეში 1997 წლის აპრილის შემდეგ.
გარდა ამისა, რეგულარული ჩემპიონატის 31 მატჩის შემდეგ გრეგ პოპოვიჩის გუნდს მხოლოდ 18 მოგება აქვს. ასეთი ცუდი სტარტი "სან ანტონიოს" იმავე 1996-97 წლების შემდეგ არ ჰქონია.
* * *
"მაიამი ჰიტის" შემტევი მცველი დუეინ უეიდი NBA-ის ისტორიაში 62-ე მოთამაშე გახდა, ვინც კარიერაში 18 ათასი ქულა დააგროვა. ეს მოხდა გუშინ, "მემფისთან" შეხვედრაში, რომელშიც უეიდმა 25 ქულა მიითვალა და თავისი მონაგარი 18 016 ქულამდე აიყვანა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად დუეინს 12 სეზონი და 742 მატჩი დასჭირდა.
მოქმედ კალათბურთელებს შორის 32 წლის უეიდზე მეტი ქულა აქვთ: კარმელო ენტონის (20 607 ქულა), ვინს კარტერს (23 380), ლებრონ ჯეიმსს (23 884), რეი ალენს (24 505), ტიმ დანკანს (25 323), პოლ პირსს (25 375), კევინ გარნეტს (25 806), დირკ ნოვიცკისა (27 322) და კობი ბრაიანტს (32 365).
კლიპერსი-ტორონტო 98:110
26:22, 23:27, 29:31, 20:30
კ: რედიკი (23), გრიფინი (22+6 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (20+5 პასი), პოლი (10+8 პასი), ჯორდანი (4+20 მოხსნა).
ტ: ლაური (25+7 პასი+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (22+11 მოხსნა), ვასკესი (16+6 პასი), როსი (11), პატერსონი (10), ა. ჯონსონი (8+12 მოხსნა).
ვაშინგტონი-ბოსტონი 101:88
30:12, 26:7, 24:24, 21:25
ვ: ჰემფრიზი (18+9 მოხსნა), პირსი (17), უოლი (12+7 პასი+3 ჩაჭრა), პორტერი (12), სერაფინი (10), გორტატი (7+10 მოხსნა).
ბ: გრინი (23), ოლინიკი (15+8 მოხსნა), სალინჯერი (12), ტერნერი (11), კრაუდერი (10).
შარლოტი-ორლანდო 94:102
18:22, 24:30, 26:29, 26:21
შ: უოკერი (42+7 პასი), ჯეფერსონი (14+9 მოხსნა+4 დაფარება).
ო: ვუჩევიჩი (22+11 მოხსნა), ჰარისი (21+6 მოხსნა), ოლადიპო (13+6 მოხსნა), ფურნიე (12), პეიტონი (11+8 პასი+7 მოხსნა), გორდონი (11).
მაიამი-მემფისი 95:103
16:27, 25:30, 28:15, 26:31
მაი: უეიდი (25+7 პასი+4 ჩაჭრა), გრეინჯერი (18), დენგი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ანდერსენი (13).
მემ: კონლი (24), გასოლი (22+10 მოხსნა), უდრიხი (11), პრინსი (10+5 პასი), ალენი (10), ლი (10).
ბრუკლინი-ინდიანა 85:110
23:22, 24:28, 18:29, 20:31
ბ: ჯეკი (22+6 მოხსნა), ჯონსონი (18+6 მოხსნა+6 პასი), კარასიოვი (14).
ი: სტაკი (20+8 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), უესტი (17+5 პასი), უოტსონი (17+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (13), დ. ჰილი (12+6 მოხსნა+5 პასი), კოუპლენდი (12), ალენი (10+7 მოხსნა).
ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 107:100
23:25, 26:20, 31:26, 27:29
ჩ: ბატლერი (33), როუზი (19), ბრუქსი (13), გიბსონი (12+10 მოხსნა), მიროტიჩი (10+6 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (29+11 მოხსნა+6 დაფარება), ევანსი (26+5 პასი), ჰოლიდეი (19+7 პასი), ანდერსონი (13).
იუტა-ფილადელფია 88:71
25:12, 19:20, 15:23, 29:16
ი: ფეივორსი (17+15 მოხსნა+5 დაფარება+3 ჩაჭრა), ბერკი (17), ჰეივორდი (15+6 მოხსნა), ბუკერი (14), კანტერი (10+10 მოხსნა).
ფ: როუტენი (20+6 მოხსნა), კოვინგტონი (17+9 მოხსნა), სიმსი (10+8 მოხსნა), ნოელი (5+10 მოხსნა).
საკრამენტო-ნიუ იორკი 135:129 (ო)
38:27, 29:31, 22:22, 28:37, 18:12
ს: კაზინსი (39+11 მოხსნა), გეი (29), კოლისონი (27+10 პასი), სტაუსკასი (11), მაკალუმი (10).
ნ-ი: ენტონი (36+11 მოხსნა+6 პასი), ჰარდუეი (19), ოლდრიჩი (18+7 მოხსნა), ლარკინი (14+5 ჩაჭრა), სმიტი (12), დალემბერი (11+4 დაფარება).
გ. სტეიტი-მინესოტა 110:97
31:23, 27:25, 30:19, 22:30
გ-ს: კარი (25+6 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (21), სპეიტსი (10+6 მოხსნა), ბარნსი (10), ლი (10+7 მოხსნა), იგუოდალა (10+3 ჩაჭრა).
მ: იანგი (17+6 მოხსნა), დენიელსი (14), ლავინი (12+14 პასი), უიგინსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"