იმის გათვალისწინებით, რომ ლუიზიანელები ამ ორი ლიდერით სტუმრად არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურებიან, ეს მოგება შეიძლება სენსაციის კატეგორიას მივაკუთვნოთ.
"რეპტორზს" თავიდანვე არ წაუვიდა თამაში. პირველ მეოთხედში დუეინ კეისის შეგირდებმა მხოლოდ 14 ქულა დააგროვეს, "პელიკანსმა" კი, თავის მხრივ, 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა მაინც დაიჭირეს თამაშის რიტმი და არა მარტო გააბათილეს ჩამორჩენა, არამედ
მიუხედავად ამისა, "ტორონტომ" ბოლომდე მაინც ვერ გაძლო. მეოთხე მეოთხედის შუაში გორდონმა სამქულიანი ჩააგდო, აჟინკამ კი ზუსტად შეასრულა ორი საჯარიმო და ეს გახდა სტუმრების 9:0 გაქცევის დასაწყისი. ქულა-ქულაში თამაში ბოლომდე გაგრძელდა, გამარჯვების ტყორცნა კი ტაირიკ ევანსმა ჩააგდო სირენამდე 1.7 წამით ადრე. დეროზანმა ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი ბოლო შეტევაში. ამით "ნიუ ორლეანმა" შეწყვიტა "ტორონტოსთან" ექვსმატჩიანი წაგებათა სერია.
ტორონტო-ნიუ ორლეანი 93:95
14:21, 22:29, 35:14, 22:31
ტ: დეროზანი (22), უილიამსი (17), ვასკესი (16+9 პასი), ჯონსონი (14+10 მოხსნა), პატერსონი (10).
ნ-ო: ტ. ევანსი (26+5 პასი), აჟინკა (22+6 მოხსნა), გორდონი (14+5 პასი), აშიქი (11+9 მოხსნა).
* * *
"ოკლაჰომამ" შეწყვიტა სტუმრად ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ამასწინანდელმა მატჩმა "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ, როგორც ჩანს, კარგი სამსახური გაუწია ბრუქსის გუნდს, რომელმაც გადაუარა "ორლანდოს" მისსავე მოედანზე. "თანდერმა" პირველი 32 ტყორცნიდან 25 გამოიყენა, პირველ ტაიმში კი სტუმრების უპირატესობა 38 ქულას შეადგენდა.
"მეჯიქი" ვერაფრით აჰყვა მეტოქის ტემპს, თანაც "ოკლაჰომას" რიგებში მხოლოდ დურანტი არ ყოფილა გამორჩეული, რომელსაც ორი შედეგიანი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე. მესამე მეოთხედის წინ "თანდერის" ოთხ კალათბურთელს ჰქონდა დაგროვებული მინიმუმ 10 ქულა, პირველ ტაიმში კი სტუმრებმა თამაშიდან ტყორცნების 78 პროცენტი გამოიყენეს. "ორლანდომ" თავის ისტორიაში პირველად გაუშვა ორ სასტარტო მეოთხედში 79 ქულა, "ოკლაჰომას" კი პირველად ჰქონდა ასეთი შედეგიანობა.
ორლანდო-ოკლაჰომა 99:127
20:37, 25:42, 31:24, 23:24
ორლ: ოლადიპო (23+5 პასი), ე. პეიტონი (19+8 პასი+3 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (16+7 მოხსნა).
ოკლ: დურანტი (21+11 მოხსნა+8 პასი), უესტბრუკი (17+6 პასი), იბაკა (16+8 მოხსნა), უეიტერსი (16), ჯექსონი (13), პერკინსი (11+9 მოხსნა), რობერსონი (10).
* * *
ასევე არ ყოფილა ინტრიგა "სან ანტონიოსა" და "იუტას" მატჩში. ბოლო დროს "ჯაზმენები" კარგად თამაშობენ დაცვაში, მაგრამ "სპურსთან" შეხვედრაში მათ საერთოდ არ გამოუვიდათ შეტევა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ისინი ჩემპიონების შესანიშნავ დაცვას შეეჯახნენ. "სპურსი" ისტორიულად კარგად თამაშობს შინ "იუტას" წინააღმდეგ - ამ გუნდს ბოლო 29 საშინაო მატჩიდან 27 მოუგო.
გრეგ პოპოვიჩის შეგირდები მთელი მატჩი აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას. პირველ ტაიმში "სან ანტონიომ" 27 ქულა გაუშვა და 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. აღვნიშნავთ "იუტას" კარგ თამაშს დაცვაში - "სპურსმა" თამაშიდან 38 პროცენტის სიზუსტით ისროლა, ხოლო ყველაზე შედეგიანი მის რიგებში მილზი იყო 14 ქულით. თავად "ჯაზმა" ტყორცნების 33 პროცენტი მოათავსა კალათში.
"სპურსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მეორე კავაი ლეონარდის დაბრუნების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელმა ხელის ტრავმა 9 დეკემბერს სწორედ "იუტასთან" მატჩში მიიღო. ის შეხვედრა "ჯაზმენებმა" მოიგეს და ახლა სრულფასოვანი რევანში შედგა.
სან ანტონიო-იუტა 89:69
23:15, 20:12, 23:20, 23:22
ს-ა: სპლიტერი (14), გრინი (13+6 მოხსნა), ბეინსი (12+11 მოხსნა), ლეონარდი (12+9 მოხსნა), დანკანი (11+6 მოხსნა).
ი: გობერი (13+18 მოხსნა+4 დაფარება), გ. ჰეივორდი (10+5 პასი+3 ჩაჭრა), ფეივორსი (9+13 მოხსნა+4 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"