NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონმა დურანტს მოუგო

AutoSharing Option
დასრულდა "ოკლაჰომას" ხუთმატჩიანი გასვლითი სერია, რომლის დროსაც გუნდმა ბოლო ორი მატჩის მოგება ვერ შეძლო. თავდაპირველად, "თანდერს" "ატლანტამ" მოუგო, გუშინდელი დღის ცენტრალურ მატჩში კი "კლივლენდი" გაუსწორდა დურანტის გუნდს.

ბრუქსის შეგირდებმა ვერაფერი მოუხერხეს ლებრონ ჯეიმსსა და "კავალერისტების" სნაიპერულ სიზუსტეს, რომელიც 16 ზუსტ სამქულიანში გამოიხატა. "ოკლაჰომამ" მოიგო პირველი მეოთხედი, მეორეში კი ჯერ ჯეიმსმა, შემდეგ კი ირვინგისა და სმიტის დუეტმა არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ მასპინძლებს შვიდქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მესამე მეოთხედში ბრწყინავდა კევინ ლავი, რომელმაც რამდენჯერმე არ მისცა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება. სტუმრებმა მესამე
მეოთხედის ბოლოს მაინც შეძლეს წინ გასვლა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეტევით, რასაც მასპინძლების მხრიდან სამქულიანების წვიმა მოჰყვა.

დურანტმა ამ მატჩში თავისი ნორმა შეასრულა. რაც შეეხება რასელ უესტბრუკს, მან ისევ აურია - 26-დან მხოლოდ შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში.

კლივლენდი-ოკლაჰომა 108:98
20:26, 37:23, 26:29, 25:20
კ: ჯეიმსი (34+7 მოხსნა+5 პასი), ირვინგი (21+6 პასი), ლავი (19+13 მოხსნა), სმიტი (14), ტომპსონი (10+16 მოხსნა+3 დაფარება).
ო: დურანტი (32+6 მოხსნა+9 პასი), უესტბრუკი (22+9 მოხსნა+11 პასი), იბაკა(15+10 მოხსნა), უეიტერსი (14).

* * *
"ფინიქსმა" ზედიზედ მეორედ წააგო საკუთარ მოედანზე. მიმდინარე სეზონში "სანზი" ვერ ახერხებს "კლიპერსის" დამარცხებას - ამ გუნდთან მესამედ წააგო; აგრეთვე, ბოლო 11 მატჩში მეცხრედ დამარცხდა ლოსანჯელესელებთან.

ფინიქსი-კლიპერსი 100:120
16:23, 41:32, 20:34, 23:31
ფ: ტომასი (25), ბლედსოუ (17+7 პასი), ლენი (15+6 მოხსნა), მარკუს მორისი (13), დრაგიჩი (10+8 პასი).
კ: პოლი (23+8 მოხსნა+12 პასი), გრიფინი (23+7 მოხსნა+7 პასი), რედიკი (20), ჯორდანი (18+14 მოხსნა+4 დაფარება), ჰოიესი (11).

* * *
პირველად ამ სეზონში, "ნიუ ორლეანმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან შეწყვიტა "დალასთან" ცხრამატჩიანი წაგებათა სერია. თანაბარ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა ენტონი დევისმა, რომელმაც ბოლოს ოთხი საჯარიმო გამოიყენა და ფაქტობრივად, გამარჯვების მომტანი ჩაჭრა შეასრულა.

ნიუ ორლეანი-დალასი 109:106
25:22, 36:34, 28:28, 20:22
ნ-ო: დევისი (28+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), ტ. ევანსი (24+12 პასი), ანდერსონი (18), პონდექსტერი (14), აშიქი (10+11 მოხსნა).
დ: ელისი (36), ნოვიცკი (24+6 მოხსნა), რონდო (17+8 მოხსნა+9 პასი), პაუელი (10+6 მოხსნა).

* * *
არაფერი იცვლება "ატლანტას" ბანაკში. საკუთარ მოედანზე "ჰოქსი" დამაჯერებლად გაუსწორდა "მინესოტას" და ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოიპოვა. "მგლებმა" ვერაფერი მოუხერხეს ელ ჰორფორდს, რომელმაც ისევ აჩვენა რეალიზაციის ფენომენალური პროცენტი - ცხრა სროლიდან მხოლოდ ერთი ააცილა. "ატლანტას" ცენტრი ბოლო შვიდ მატჩში 74-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის.

ატლანტა-მინესოტა 112:100
25:24, 36:23, 25:30, 26:23
ა: მილსეპი (20+6 პასი+4 ჩაჭრა), ჰორფორდი (19+6 მოხსნა), ტიგი (15+7 პასი), კეროლი (14+6 მოხსნა), კორვერი (13), შრედერი (11).
მ: ტ. იანგი (26+6 მოხსნა+7 პასი), მო უილიამსი (20+7 მოხსნა+6 პასი), პეკოვიჩი (15), უიგინსი (12+7 მოხსნა).

* * *
ბრენდონ ჯენინგსის გარეშე "დეტროიტმა" ვერ შეძლო სტუმრად "ტორონტოს" წინააღმდეგობის დაძლევა, თუმცა მისმა შემცვლელმა დი ჯეი ოგასტინმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 35 ქულა დააგროვა. პირველი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა 10 ქულაზე მეტით წინ გასვლას. ასეთი რამ "ტორონტომ" მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შეძლო, როცა პირველ ხუთ წუთში "პისტონზმა" მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა შეასრულა.

ტორონტო-დეტროიტი 114:110
26:25, 32:28, 31:26, 25:31
ტ: დეროზანი (25+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (20+11 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (17), ვასკესი (13+7 პასი), უილიამსი (12), ლაური (11+ 8 პასი).
დ: ოგასტინი (35+8 პასი), მონრო (21+16 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (16), დრამონდი (14+8 მოხსნა).

* * *
ორ თვეზე მეტია "გოლდენ სტეიტი" შინ არ მარცხდება. "უორიორზმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო. "მეომრები" "ბოსტონის" წინააღმდეგ თითქმის მთელი მატჩი კომფორტულად ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლო 36 წამში მეტოქეს ათიდან სამ ქულამდე შეამცირებინეს სხვაობა, თუმცა ბოლოს ტომპსონმა ზუსტად ესროლა საჯარიმოები და "ბოსტონს" გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

გ. სტეიტი-ბოსტონი 114:111
30:23, 26:26, 33:28, 25:34
გ-ს: ტომპსონი (31), კარი (22+11 პასი), გრინი (14+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (13+13 მოხსნა).
ბ: სალინჯერი (26+9 მოხსნა), ტერნერი (19+7 მოხსნა+7 პასი), ზელერი (15), ბრედლი (15).

* * *
"დენვერმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. არადა, "ნაგეტსს" შეეძლო დედაქალაქელებთან მოგება, მაგრამ თანაბარი ანგარიშისას კენეტ ფარიდმა ორივე საჯარიმო გააფუჭა და მატჩი კიდევ ხუთი წუთი გაგრძელდა, რომელშიც ჯონ უოლმა ექვსი ქულა დააგროვა და თავის გუნდს ხუთქულიანი უპირატესობა მოუტანა. "ვაშინგტონმა" გაჭირვებით, მაგრამ შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება.

დენვერი-ვაშინგტონი 115:117 (ო)
26:28, 33:31, 25:24, 21:22, 10:12
დ: ლოუსონი (31+12 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (20+9 მოხსნა), არტური (12), აფლალო (11+6 მოხსნა), ჰიქსონი (10), ფარიდი (9+11 მოხსნა).
ვ: ჰემფრიზი (21+14 მოხსნა), უოლი (19+16 პასი), პირსი (19), ნენე (14), ბილი (14), სერაფინი (10), გორტატი (7+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 87:99
15:30, 21:22, 24:28, 27:19
ლ: ბუზერი (18+11 მოხსნა), ლინი (14+6 პასი), ელინგტონი (13), ჰილი (10+7 მოხსნა), დევისი (6+13 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (37+8 მოხსნა+5 პასი), სმიტი (11), ტერი (11), ბრიუერი (10).

ორლანდო-ინდიანა 99:106
27:24, 22:27, 33:24, 17:31
ო: ვუჩევიჩი (27+7 მოხსნა), ოლადიპო (18), ჰარისი (11+7 მოხსნა), პეიტონი (10+8 მოხსნა).
ი: უესტი (20), რუდესი (18), ჰილი (17+6 მოხსნა), სტაკი (15+6 პასი), ჰიბერტი (11+13 მოხსნა), უოტსონი (11+8 პასი), მაინმი (8+10 მოხსნა).

ჯენინგსმა სეზონი დაასრულა
"დეტროიტ პისტონზმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა თავისი საუკეთესო ბომბარდირი და გამთამაშებელი ბრენდონ ჯენინგსი. კალათბურთელმა ტრავმა "მილუოკისთან" კვირას გამართულ მატჩში მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბრენდონმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო დაზიანება, როცა ცუდად დაეშვა პარკეტზე და კოჭი გადაიბრუნა.

სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა ექიმების პირველადი დიაგნოზი - ჯენინგსმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის ექვსი-ცხრა თვე დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული