NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარიმ უესტბრუკი დაჩრდილა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი", რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული საკუთარ მოედანზე, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა "დალასთან" საშინაო შეხვედრის დებიუტში. ტექსასელებმა 20-ქულიან უპირატესობას მომენტალურად მიაღწიეს, რაც სასტარტო გაქცევის (24:4) შედეგი იყო. შემდეგ სტუმრების უპირატესობა 22 ქულამდე ავიდა, მაგრამ 40:18-ის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. მატჩის დარჩენილი ნაწილი "გოლდენ სტეიტმა" 110:74 მოიგო. უკვე დიდი შესვენებისთვის სტუმრების უპირატესობისგან მხოლოდ 4 ქულა დარჩა, მესამე მეოთხედი კი სტივენ კარის ბენეფისად გადაიქცა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მესამე 12-წუთეული მატჩის ყველაზე საყვარელი ნაწილია "გოლდენ სტეიტის" მცველებისთვის. ცოტა ხნის
წინ კლეი ტომპსონმა სწორედ მესამე მეოთხედში დააგროვა 37 ქულა (NBA-ს რეკორდი), როცა ცხრიდან ცხრა სამქულიანი გამოიყენა. კარი უფრო მოკრძალებული იყო - მან ერთი სამქულიანი ააცილა (შვიდიდან ექვსი) და "მხოლოდ" 26 ქულა დააგროვა.

საერთო ჯამში, კარიმ 51 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ეს მისი პირადი რეკორდი არ არის - სტივენმა 2013 წლის თებერვალში "მედისონ სკვერ გარდენში 54 ქულა ჩაუგდო "ნიუ იორკს". სამაგიეროდ, კარი ახლა ერთადერთი მოთამაშეა NBA-ს ისტორიაში, რომლის აქტივშია ერთით მეტი ისეთ მატჩი, რომელშიც მან მინიმუმ 50 ქულა ჩააგდო და მინიმუმ 10 სამქულიანი ჩააგდო.

* * *
სტივენ კარის გამო ვერ გახდა დღის გმირი რასელ უესტბრუკი, არადა, მან 45 ქულით პირადი რეკორდი გაიმეორა. ბოლო ექვს მატჩში ოთხი წაგების შემდეგ "ოკლაჰომას" ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვება. და ასეთ დროს უესტბრუკი არა მხოლოდ შედეგიანი თამაშით გამოირჩა, არამედ გადამწყვეტ მომენტში გუნდური ინტერესებიც არ დაივიწყა. სერჟ იბაკაზე სწორედ მისი შედეგიანი პასით დაიწყო "თანდერის" საფინალო 13:0 სპურტი, რომლის შემდეგაც 2-ქულიანი ჩამორჩენა 11-ქულიან უპირატესობად იქცა.

საინტერესოა, რომ ბოლო 5 წუთსა და 39 წამში "ნიუ ორლენმა" ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა!

ინდიანა-დეტროიტი 114:109
29:26, 19:23, 33:27, 33:33
ი: ჯ. ჰილი (20), ჰიბერტი (16+12 მოხსნა), მაილსი (15), უესტი (14+7 მოხსნა), უოტსონი (14).
დ: დრამონდი (18+16 მოხსნა), მონრო (16+9 მოხსნა), მიქსი (13), ბატლერი (13), ტოლივერი (12), ოგასტინი (12), ლუკასი (10).

ბოსტონი-დენვერი 104:100
26:29, 35:22, 22:27, 21:22
ბ: ტორნტონი (17), ბრედლი (17), ზელერი (14), კრაუდერი (14), სალინჯერი (14+7 მოხსნა), სმარტი (4+10 მოხსნა).
დ: ლოუსონი (23+8 პასი), აფლალო (18), ფარიდი (17+11 მოხსნა), ნურკიჩი (14+7 მოხსნა).

ატლანტა-ვაშინგტონი 105:96
29:18, 30:28, 18:28, 28:22
ა: ტიგი (26+8 პასი), ჰორფორდი (21+13 მოხსნა), კეროლი (14), მილსეპი (11+7 მოხსნა), შრედერი (10).
ვ: უოლი (24+9 პასი+7 მოხსნა), ბილი (23), ნენე (17), გორტატი (14+9 მოხსნა).

ტორონტო-ბრუკლინი 93:109
28:22, 23:27, 21:27, 21:33
ტ: როსი (23), ლაური (13+10 პასი+6 მოხსნა), დეროზანი (13), პატერსონი (11+8 მოხსნა).
ბ: ჯეკი (24), ანდერსონი (22), ჯონსონი (12+7 პასი), უილიამსი (11), ბოგდანოვიჩი (11).

ნ. ორლეანი-ოკლაჰომა 91:102
29:31, 28:20, 19:26, 15:25
ნ-ო: დევისი (23+8 მოხსნა), ანდერსონი (19), ევანსი (11+7 პასი+7 მოხსნა), პონდექსტერი (10+7 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (45), მოროუ (14), იბაკა (13+6 დაფარება), უეიტერსი (12).

ჰიუსტონი-ჩიკაგო 101:90
27:27, 30:21, 18:22, 26:20
ჰ: ჰარდენი (27), არიზა (20), მოტეიუნასი (15+10 მოხსნა), სმიტი (9+13 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (27), როუზი (23), გასოლი (16+12 მოხსნა), გიბსონი (12+10 მოხსნა), ნოა (1+19 მოხსნა).

მილუოკი-ლეიკერსი 113:105 (ო)
26:24, 20:30, 28:14, 20:26, 19:11
მ: ანტენტოკუნმპო (25), ნაითი (24+8 პასი+7 მოხსნა), მიდლტონი (21+7 მოხსნა+7 პასი), მაიო (21).
ლ: ბუზერი (28+9 მოხსნა), ელინგტონი (19), იანგი (16), ლი (11), საკრე (10).

სან ანტონიო-ორლანდო 110:103
24:25, 27:19, 27:30, 32:29
ს-ა: დანკანი (26+10 მოხსნა), ლეონარდი (18), პარკერი (15), ჯინობილი (13+10 პასი), ბელინელი (11).
ო: ვუჩევიჩი (25+13 მოხსნა), ჰარისი (23+10 მოხსნა), პეიტონი (14+9 პასი), ოლადიპო (14), ფურნიე (10).

იუტა-მემფისი 90:100
23:30, 28:28, 20:19, 19:23
ი: ბერკი (21), კატნერი (16+10 მოხსნა), ჰეივორდი (15), ფეივორსი (11).
მ: გასოლი (23), რენდოლფი (18+11 მოხსნა), კონლი (17), გრინი (13), კუფოსი (10).

გ. სტეიტი-დალასი 128:114
25:42, 33:20, 43:36, 27:16
გ-ს: კარი (51), ტომპსონი (18), სპეიტსი (14), ბარბოზა (14), ბარნსი (12), გრინი (2+10 მოხსნა).
დ: პარსონსი (24), ჩენდლერი (21+17 მოხსნა), ნოვიცკი (15), ელისი (14), ამინუ (12), ბარეა (10).

თვის მოთამაშე... გუნდია
ტრადიციულად, ყოველი თვის ბოლოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია თვის საუკეთესო კალათბურთელს ასახელებს და აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ საუკეთესოდ დაესახელებინოთ ერთბაშად ხუთი კალათბურთელი. ჩვეულებრივ, პრიზს იღებს ორი კალათბურთელი - თითო-თითო კონფერენციიდან. მაგრამ იანვარში ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ისტორიული პრეცედენტი შექმნა.

ამ თვეში "ატლანტამ" 17-დან 17 შეხვედრა მოიგო, რაც აქამდე NBA-ს ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ბუნებრივია, აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო მოთამაშე სწორედ "ჰოქსიდან" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინ? საბოლოოდ, ლიგამ მიიღო მეტად უცნაური, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: MVP-ის ტიტული მიეცა "ატლანტას" სასტარტო ხუთეულისთვის: პოლ მილსეპი (იანვარში საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებდა), ელ ჰორფორდი (17.1), ჯეფ ტიგი (16.6), კაილ კორვერი (13.4) და დემარ კეროლი (12.3).

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ ლაურეატი გახდა "ჰიუსტონის" მცველი ჯეიმს ჰარდენი, რომელიც თავის გუნდს 17-დან 11 მატჩის მოგებაში დაეხმარა. კალათბურთელის სტატისტიკა 25.8 ქულას, 6.7 შედეგიან გადაცემასა და 2.18 ჩაჭრას უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული