მაიკლ ჯორდანს მეორე მამა აღარ ჰყავს

AutoSharing Option
83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მწვრთნელი დინ სმიტი, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

1961-97 წლებში სმიტი სათავეში ედგა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც ორჯერ მიიყვანა NCAA-ს ჩემპიონობამდე და 11-ჯერ ათამაშა "ოთხთა ფინალში". დინმა კარიერაში 879 მატჩი მოიგო.

სმიტი ბევრი ცნობილი კალათბურთელის მწვრთნელი იყო, მათ შორის, მაიკლ ჯორდანის. 1983 წელს ის კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს, 2007 წელს - FIBA-ს დიდების დარბაზში.

"მშობლების შემდეგ არავის ჰქონია ჩემს ცხოვრებაზე ისეთი გავლენა, როგორც მწვრთნელ სმიტს, - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ჯორდანმა. - ის უფრო
მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი. სმიტი ჩემთვის იყო მწვრთნელი, მასწავლებელი და მეორე მამა.

დინი ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, როცა მჭირდებოდა და ამის გამო ის ძალიან მიყვარდა. კალათბურთის ვარჯიშების პარალელურად, ის ცხოვრებას მასწავლიდა. ჩვენ დავკარგეთ დიადი ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მოთამაშეებზე, კოლეგებსა და მთლიანად ჩრდილოეთ კაროლინას გუნდზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული