ჯეკ ნიკოლსონს "ლეიკერსი" მობეზრდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა ჯეკ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მატჩებს მისთვის სიამოვნება აღარ მოაქვს და მზად არის, გაყიდოს საკუთარი ადგილი კლუბის საშინაო არენის პირველ რიგში.

ამის შესახებ TMZ Sports-ს თავად სამგზის ოსკაროსანმა მსახიობმა განუცხადა. ცნობილია, რომ ნიკოლსონი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში "ლეიკერსის" საშინაო მატჩებზე ტრიბუნების მუდმივი სტუმარი იყო.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსი" თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს და უკვე დიდი ხანია, აღარ აცხადებს პრეტენზიას პლეი ოფში მოხვედრაზე. თან ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი გუნდის ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული