ამის შესახებ TMZ Sports-ს თავად სამგზის ოსკაროსანმა მსახიობმა განუცხადა. ცნობილია, რომ ნიკოლსონი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში "ლეიკერსის" საშინაო მატჩებზე ტრიბუნების მუდმივი სტუმარი იყო.
შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსი" თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს და უკვე დიდი ხანია, აღარ აცხადებს პრეტენზიას პლეი ოფში მოხვედრაზე. თან ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი გუნდის ლიდერმა კობი ბრაიანტმა.
ყოველდღიური სპორტული