NBA. კობი ბრაიანტი შურს იძიებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემტევმა მცველმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს მოუყვა საკუთარ ჯანმრთელობასა და სამომავლო გეგმებზე.

"მხრის ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესი გაცილებით უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ეს აქილევსის დაზიანების დროს იყო. ჯანმრთელი ფეხები დიდ უპირატესობას მაძლევს მუშაობაში. უკვე დავიწყე სირბილი და სიმძიმეების აწევა.

ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად მზად ვიყო შემდეგი სეზონისთვის. ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავბრუნდე და შური ვიძიო", - ამბობს ბრაიანტი "ლეიკერსის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

* * *
- "კლიპერსის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია გ
ამოცდილი მცველის, ანდრე ემეტის გაფორმებით. ამ სეზონს 32 წლის კალათბურთელი D-ლიგის კლუბ "ფორტ-უეინში" იწყებდა, ამ მომენტისთვის კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელ მატჩში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო. მატჩის დასრულებისთანავე გამთამაშებელს რენტგენი ჩაუტარდა, რომელმაც არ გამოავლინა სერიოზული დაზიანება.

- "მაიამი ჰიტის" ბოსები აპირებენ, მეორედ გაუფორმონ 10-დღიანი ხელშეკრულება 26 წლი ფორვარდ მაიკლ ბიზლის. წელს ფლორიდული კლუბის რიგებში ბიზლიმ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.0 ქულა და 3.6 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული