"მხრის ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესი გაცილებით უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ეს აქილევსის დაზიანების დროს იყო. ჯანმრთელი ფეხები დიდ უპირატესობას მაძლევს მუშაობაში. უკვე დავიწყე სირბილი და სიმძიმეების აწევა.
ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად მზად ვიყო შემდეგი სეზონისთვის. ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავბრუნდე და შური ვიძიო", - ამბობს ბრაიანტი "ლეიკერსის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
* * *
- "კლიპერსის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია გ- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელ მატჩში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო. მატჩის დასრულებისთანავე გამთამაშებელს რენტგენი ჩაუტარდა, რომელმაც არ გამოავლინა სერიოზული დაზიანება.
- "მაიამი ჰიტის" ბოსები აპირებენ, მეორედ გაუფორმონ 10-დღიანი ხელშეკრულება 26 წლი ფორვარდ მაიკლ ბიზლის. წელს ფლორიდული კლუბის რიგებში ბიზლიმ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.0 ქულა და 3.6 მოხსნა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"