2004 წელს ჰარისონი NBA-ს დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს და მომდევნო ოთხ სეზონში მისმა შემოსავალმა 4.4 მილიონი დოლარი შეადგინა. კიდევ სამი წელი მან ჩინეთის ლიგაში ითამაშა. მაგრამ მალე თანხა მთლიანად გამოელია და 32 წლის ყოფილი კალათბურთელი იძულებული გახდა, სასწრაფოდ სამსახური ეპოვა.
"ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, - განაცხადა ჰარისონმა Yahoo Sports-თან კომენტარში. - ყველას უწევს
მე დამცინოდნენ, ცდილობდნენ მანქანის ჩამორთმევას, სახლი დაგირავებული იყო და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. სამუშაო უნდა მეძებნა და კიდევ ალიმენტები უნდა გადამეხადა შვილისთვის. დიდი ოჯახი მყავს, რომელზეც მე უნდა მეზრუნა საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. ფული მჭირდებოდა".
2013 წლის აგვისტოში ჰარისონმა ოთხი წლის ვაჟისთვის Happy Meal-ის საფასურის გადახდა ვერ შეძლო, რადგან მისი საკრედიტო ბარათი დაბლოკილი იყო, მაგრამ "მაკდონალდსის" მენეჯერმა იცნო ყოფილი კალათბურთელი და საკვების ფული თავად გადაიხადა, შემდეგ კი დევიდს "მაკდონალდსში" მუშაობა შესთავაზა. მას შემდეგ ჰარისონი ფასტ-ფუდში მუშაობს საღამოს ცვლაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"