NBA: კეთილი ჟესტი "რაკეტებისგან"

AutoSharing Option
NBA-ის კლუბმა "ჰიუსტონ როკეტსმა" ერთდღიანი კონტრაქტი გააფორმა 16 წლის მოსწავლესთან ბრაისონ ჯონსთან, რომელიც კუნთების იშვიათი დაავადებით არის ავად.

ჯონსი სოციალური პროგრამის - "ჩაიფიქრე სურვილი" მონაწილე გახდა. ეს პროგრამა მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ოცნებების ასრულებაში ეხმარება.

ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა სკოლის მოსწავლემ ერთი დღე "ჰიუსტონთან" ერთად გაატარა. ბიჭი გუნდთან ერთად იყო ვარჯიშზე, მოგვიანებით კი ტრიბუნებიდან ადევნა თვალი რეგულარული ჩემპიონატის მატჩს, რომელიც "ჰიუსტონმა" 107:94 დაამარცხა "ორლანდო". დღის ბოლოს ჯონსმა საჩუქრად კლუბის ფორმა მიიღო, რომელზეც მისი გვარი ეწერა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ოქტომბერში NBA-ის კიდევ
ერთმა კლუბმა "იუტა ჯაზმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხუთი წლის ბიჭთან ჯეი პი გიბსონთან, რომელიც სისხლის კიბოთი არის ავად. ბიჭს ასევე აჩუქეს სათამაშო ფორმა და უფლება მისცეს სათადარიგოთა სკამიდან ადევნოს თვალი "იუტას" თამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული