კევინ ოლი არ აპირებს "ოკლაჰომა-სიტის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტის დაკავებას და კვლავაც კონეკტიკუტის უნივერსიტეტის გუნდის გაწვრთნას გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ "ოკლაჰომამ" სამი დღის წინ დაითხოვა მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუქსი და ოლი მის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილებოდა.
"თანდერის" მწვრთნელობაზე კიდევ ერთი კანდიდატია იტალიელი ეტორე მესინა, რომელიც ამ მომენტისთვის " სან ანტონიო სპურსში" მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის თანაშემწედ მუშაობს და კონტრაქტით კიდევ ორი წელი უნდა დარჩეს ტექსასურ კლუბში.
თავის მხრივ, "ოკლაჰომას" ექს-დამრიგებელი სკოტ ბრუქსი ლიგის ორი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. 49 წლის სპეციალისტის გაფორმება
"ორლანდოსა" და "დენვერს" სურთ. შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბმა სეზონის მსვლელობისას დაითხოვა მთავარი მწვრთნელი და ახლა, აქტიურად ეძებენ მათ შემცვლელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"