პარალელურად, ჩვენი მეტოქეებიც შეუდგნენ ევრობასკეტისკენ მიმავალ გზას, გერმანიისა და ლიტვის გარდა, ყველამ გახსნა ამხანაგური მატჩების ანგარიში.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები, უკრაინა და იტალია აპენინებზე, ქალაქ ტრენტოში შეიკრიბნენ და "ტრენტინოს თასი" გაითამაშეს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინას 3, ხოლო იტალიას 6 სექტემბერს დავუპირისპირდებით.
უკრაინა
იტალია და უკრაინა ტრენტოში ერთმანეთს არ შეხვედრიან, რადგან ნახევარფინალში ერთმა მოიგო, მეორემ - წააგო. უკრაინელთა
მზადება ახალი დაწყებულია და რთულია გუნდების თამაშის ხარისხზე ლაპარაკი, თუმცა უკრაინელი ჟურნალისტები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი ნატურალიზებული ამერიკელის ჩამოყვანას ითხოვენ.
მთავარმა მწვრთნელმა ევგენი მურზინმა ფიასკო კონდიციებს დააბრალა:
- 40 წუთი მაღალ დონეზე სათამაშოდ ჯერ მზად არ ვართ. ახლა დავიწყეთ მზადება და ფორმაში შესასვლელად დრო გვჭირდება. ჰოლანდია და ბელორუსი უკვე სათანადო კონდიციებში არიან, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპს აგვისტოს დასაწყისში იწყებენ. პრობლემა გვქონდა გამთამაშებლის პოზიციაზე. თამაშობდა ლიპოვოი (შარშანწინ "ვითას" ღირსებას იცავდა - ავტ.), რომელიც ჯერ ფორმაში არ არის.
იტალია
იტალიის ნაკრებმა ტრენტინოს თასი გამარჯვებითა და დიდი დანაკლისით დაასრულა. ჰოლანდიასთან მატჩში ხელი მოიტეხა და ევრობასკეტს გამოტოვებს ლიდერი დანილო გალინარი.
აი, როგორ გამოეხმაურა ამ მოვლენას "აძურას" მთავარი მწვრთნელი ეტორე მესინა:
- ჰოლანდიასთან მძიმე თამაში იყო. დაცვაში მეტ-ნაკლებად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, შეტევაში კი, პრესინგისას გაგვიჭირდა. ვნერვიულობდით და სწორედ ემოციის ბრალი იყო, რაც გალინარის დაემართა. მომხდარი უკვე წარსულია, სერიოზული შეცდომა იყო. ჩვენ კი საკუთარი შეცდომებისთვისაც გაორმაგებული მუშაობა გვმართებს და გალინარის შეცდომის გადასაფარადაც. დარწმუნებული ვარ, დანილომ სიტუაცია გააანალიზა და იცის, როგორ მოიქცეს, როდესაც ნაკრების ფორმას ჩაიცვამს.
ტრენტინოს თასის საუკეთესო კალათბურთელად იტალიელი მარკო ბელინელი დასახელდა.
ტრენტინოს თასი (იტალია)
1/2-ფინალი
ჰოლანდია-უკრაინა 70:65
23:13, 16:19, 13:13, 18:20
უკრაინა: ოტვერჩენკო (15ქ), მიშულა (12), კორნიენკო (6), კრავცოვი (6), პუსტოზვონოვი (5), ლიპოვოი (5), პუსტოვოი (4), ბობროვი (3), ზაიცევი (3), კონევი (3), კონატე (3), ფესენკო.
იტალია-ბელორუსი 96:36
28:13, 12:9, 29:5, 27:9
იტალია: ჰაკეტი (5ქ), ჩინჩარინი (5), ბელინელი (10), ფილოი (10), გალინარი (10), მელი (8), ჩერვი (11), ბარნსი (6), დატომე (14), კუზინი (4), არადორი (3), ტონუტი (10).
III ადგილისთვის
უკრაინა-ბელორუსი 74:77
13:11, 22:20, 23:25, 16:21
უკრაინა: პუსტოზვონოვი (11), ლიპოვოი (11), ზაიცევი (10), კრავცოვი (6), მიშულა (6), ბობროვი (1), ოტვერჩენკო (10), კორნიენკო (4), პუსტოვოი (5), კონევი (6), კონატე (4).
ფინალი
იტალია-ჰოლანდია 66:57
16:14, 14:19, 17:20, 19:13
იტალია: ჰაკეტი (3ქ), დელა ვალე (8), ბელინელი (14), ფილოი (3), ბილია (7), ვიტალი (7), გალინარი (5), მელი (2), ჩერვი (1), აბასი (5), ბარნსი (5), დატომე (6).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"