NBA. პლეი ოფი: პოლ პირსი შეიძლება წავიდეს

AutoSharing Option
- "ატლანტასთან" სერიაში მარცხის შემდეგ "ვაშინგტონის" ფორვარდმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება პროფესიული კარიერის დასრულების ან გაგრძელების შესახებ.

"37 წლის ვარ. ლიგის სამ ყველაზე ასაკოვან მოთამაშეს შორის შევდივარ და ყოველი ახალი სეზონისთვის მზადება სულ უფრო მეტად მიჭირს", - აღიარა ვეტერანმა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამ პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში, პირსი მომდევნო სეზონისთვის 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

- NBA-ს მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ "ჩიკაგოს" მენეჯმენტი ამზადებს გაცვლას წინა ხაზის ერთ-ერთი მოთამაშის მონაწილეობით. სავარაუდო კანდიდატია
ტაჯ გიბსონი, თუმცა, გამორიცხული არ არის, "ბულზი" ჟოაკიმ ნოას გამოეთხოვოს. ჯერ ერთი, ფრანგმა ვერ აღიდგინა ძველი ფორმა მუხლზე ოპერაციის შემდეგ და ცუდად ითამაშა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე (განსაკუთრებით, პლეი ოფში). თან მას 2016 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი.

ასე რომ, კლუბი გეგმავს არა მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას, რაც დასჭირდება ჯიმი ბატლერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას, არამედ მეტი სათამაშო დროის მიცემას ესპანური პასპორტის მქონე ჩერნოგორიელი ნიკოლა მიროტიჩისთვის, რომელიც სამ საუკეთესო ახალბედას შორის მოხვდა. სანაცვლოდ, "ჩიკაგოს" იმედი აქვს, რომ მიიღებს შემტევ მცველს ან მსუბუქ ფორვარდს. კერძოდ, დაინტერესებულია ტორონტოელი ტერენს როსის კანდიდატურით.

- ევროლიგის საუკეთესო ცენტრის, სერბი ბობან მარიანოვიჩის აგენტები თავიანთი კლიენტისთვის NBA-ში სამუშაოს ეძებენ. თუმცა "ცრვენა ზვეზდას" ბიგმენი ოკეანის გაღმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ გარანტირებულ კონტრაქტს მიიღებს.

- ჟოაკიმ ნოამ მიიღო ჯეი უოლტერ კენედის სახელობის პრიზი. ამ ჯილდოს ყოველწლიურად აწესებს საკალათბურთო ჟურნალისტთა პროფესიული ასოციაცია საზოგადოებრივი და საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის. ნოას გარდა, ფინალისტებს შორის იყვნენ: ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), ტობიას ჰარისი ("ორლანდო"), გრეგ მონრო ("დეტროიტი") და კრის პოლი ("კლიპერსი").

- "კლივლენდის" ერთ-ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა "ჩიკაგოსთან" სერიის ბოლო მატჩში მარცხენა მუხლის ტრავმა გაიმიზეზა და ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. მცველის თამაში "ატლანტასთან" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

- "მემფისის" პლეი ოფიდან გავარდნის შემდეგ გუნდის ლიდერმა ზაკ რენდოლფმა გამოთქვა აზრი, რომ "გრიზლისი" ვერ გახდება რეალური პრეტენდენტი ჩემპიონის ტიტულზე იქამდე, სანამ არ გადაჭრის მთავარ პრობლემას - პერიმეტრიდან მინიმალური საფრთხე. "ჩვენ გვჭირდება სნაიპერები, თანაც, სასწრაფოდ", - აღიარა რენდოლფმა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ პლეი ოფში "მემფისი" საშუალოდ მატჩში 4.4 სამქულიანს იყენებდა, რაც უარესი მაჩვენებელია ყველა გუნდს შორის.

აღმოსავლეთი
ჩიკაგო-კლივლენდი 73:94
31:33, 13:25, 16:15, 13:21
ჩ: ბატლერი (20+5 მოხსნა), როუზი (14+6 პასი), ნოა (4+11 მოხსნა).
კ: დელავედოვა (19), ჯეიმსი (15+11 პასი+9 მოხსნა), ტომპსონი (13+17 მოხსნა), შამპერტი (13+7 მოხსნა), სმიტი (12+8 მოხსნა).
სერია: 2-4

ვაშინგტონი-ატლანტა 91:94
20:19, 19:26, 25:27, 27:22
ვ: ბილი (29+6 მოხსნა), უოლი (20+6 მოხსნა+13 პასი), სერაფინი (13+8 მოხსნა), ნენე (5+11 მოხსნა).
ა: კეროლი (25+10 მოხსნა), მილსეპი (20+13 მოხსნა), ტიგი (20+5 მოხსნა+7 პასი), ჰორფორდი (13+7 მოხსნა).
სერია: 2-4

დასავლეთი
კლიპერსი-ჰიუსტონი 107:119
29:25, 35:37, 28:17, 15:40
კ: პოლი (31+11 პასი+7 მოხსნა), გრიფინი (28+8 მოხსნა), რედიკი (15), ბარნსი (9+10 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (23), ჰოვარდი (20+21 მოხსნა), ბრიუერი (19+10 მოხსნა), სმიტი (19+6 მოხსნა), ჯონსი (16+5 მოხსნა), არიზა (13+5 მოხსნა).
სერია: 3-3

მემფისი-გ. სტეიტი 95:108
19:32, 30:26, 19:18, 27:32
მ: მ. გასოლი (21+15 მოხსნა+5 დაფარება), კარტერი (16), რენდოლფი (15+6 მოხსნა), ლი (12), კონლი (11+9 პასი).
გ-ს: კარი (32+6 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (20+8 მოხსნა), გრინი (16+12 მოხსნა), ბარნსი (13+5 მოხსნა), ლივინგსტონი (10).
სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული