NBA. პლეი ოფი: კარის და ჯეიმსის გაჩერებას ვერ ახერხებენ

AutoSharing Option
- "ჰიუსტონთან" გუშინდელ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტივენ კარიმ NBA-ის რეკორდი დაამყარა. "როკეტსთან" პირველ ორ შეხვედრაში მან 11 სამქულიანი ჩააგდო, გუშინ კიდევ შვიდი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და პლეი ოფში უკვე 62 რეალიზებული სამქულიანი დაუგროვდა, რაც უკვე რეკორდია. წინა მიღწევის ავტორი რეჯი მილერი იყო, რომელმაც 2000 წლის პლეი ოფში 58 სამქულიანი მოათავსა კალათში.

- "მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ უარყო ჭორები ამ ზაფხულს კლუბის დატოვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ცოტა ხნის წინ, "ტიმბერვულვზთან" 55 მილიონი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მინდა
გუნდში დავრჩე და დავეხმარო მას", - განაცხადა რუბიომ.

- "ლეიკერსის" გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა ერთ-ერთი რადიოს ეთერში განაცხადა, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება 36 წლის კობი ბრაიანტის კარიერაში. "ვფიქრობ, ამ საკითხში ყველაფერი გარკვეულია. მომდევნო სეზონი ბოლო იქნება მისთვის. ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც იგეგმება უახლოეს მომავალში", - განაცხადა გენერალურმა მენეჯერმა.

ბრაიანტი "ლეიკერსთან" ერთად ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ტრავმების გამო ჯამში მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა.

- "ატლანტა ჰოქსის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გუნდის სნაიპერისთვის კაილ კორვერისთვის მიმდინარე პლეი ოფი დასრულებულია. "კლივლენდთან" სერიის მეორე მატჩში მიღებული ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მცველს ფეხზე ოპერაცია დასჭირდება.

რეგულარულ ჩემპიონატში კორვერი საშუალოდ 12.1 ქულას აგროვებდა და 49 პროცენტის სიზუსტით ასრულებდა სამქულიანებს. მან წელს კარიერაში პირველად მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

აღმოსავლეთი
ატლანტა-კლივლენდი 82:94

21:26, 28:28, 17:30, 16:10
ა: შრიოდერი (13), ტიგი (12+6 პასი), ჰორფორდი (12+6 მოხსნა), კორვერი (12).
კ: ჯეიმსი (30+11 პასი+9 მოხსნა), შამპერტი (16), დელავედოვა (11+6 მოხსნა), მოზგოვი (10+7 მოხსნა), ტომპსონი (7+16 მოხსნა).
სერია: 0-2.

დასავლეთი
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 99:98
36:28, 19:27, 22:20, 22:23
გ-ს: კარი (33+6 პასი), ბოგუტი (14+8 მოხსნა+5 დაფარება), ტომპსონი (13), გრინი (12+8 მოხსნა+7 პასი).
ჰ: ჰარდენი (38+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (19+17 მოხსნა), ტ. ჯონსი (12+3 დაფარება), სმიტი (10).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 80:115
18:30, 19:32, 24:30, 19:23
ჰ: ჰარდენი (17), სმიტი (16+8 მოხსნა), ჰოვარდი (14+14 მოხსნა), ბრიუერი (13+3 ჩაჭრა).
გ-ს: კარი (40+5 მოხსნა+7 პასი), გრინი (17+13 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (17+5 პასი), ბოგუტი (12+12 მოხსნა), ეზელი (10+6 მოხსნა).
სერია: 0-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული