NBA: კევინ ლავი "ბოსტონს" აღარ სურს

AutoSharing Option
- ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება საზაფხულო საკალათბურთო ტურნირი, რომელშიც გამარჯვებული გუნდი მიიღებს მილიონ დოლარს. ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურნირში მონაწილეობით დაინტერესებულიყო NBA-ში თამაშის გამოცდილების მქონე 40 კალათბურთელი, მაგალითად: ნეიტ რობინსონი, სმეშ პარკერი, ბრაიან სკალაბრინი, ჯეისონ უილიამსი, მაიკლ სვიტნი...

ტურნირი 10 ივლისს დაიწყება. შესარჩევ ეტაპებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს - ფილადელფია, ატლანტა, ჩიკაგო და ლოს ანჯელესი.

- "ბოსტონის" პრეზიდენტს, დენი ეინჯს იმედი გაუცრუა "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა და გადაწყვიტა, აღარ გამოაცხადოს პრეტენზია კალათბურთელზე, რომელსაც 2015 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე
გასვლის შესაძლებლობა აქვს.

"სელტიქსის" ხელმძღვანელს ორი რამ ეხამუშება: ლავის ტრავმებისადმი მიდრეკილება და მისი უუნარობა - გახდეს გუნდის ლიდერი. ეინჯის აზრით, ლავი არ არის ის მოთამაშე, რომლის გარშემო შეიძლება საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდის მშენებლობა.

- სტუდენტური ლიგის (NCAA) ხელმძღვანელობამ მასშტაბური ცვლილებები შეიტანა სათამაშო წესებში მატჩების სანახაობრივი მხარისა და შედეგიანობის ასამაღლებლად (გასულ სეზონში გუნდები საშუალოდ მატჩში 67.6 ქულას აგროვებდნენ).

ძირითადი ცვლილება ის არის, რომ შეტევისთვის განკუთვნილ დროს 35-დან 30 წამამდე დაიყვანენ. გარდა ამისა, მეორე ტაიმებში ტაიმ-აუტების რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდება; ასევე, გაიზრდება სამწამიანი ზონა.

ექსპერიმენტის სახით, 2016 წლის გაზაფხულის მატჩებში ("მარტის საგიჟეთის" გარდა) გაიზრდება პერსონალურების ლიმიტი - კალათბურთელს მოედნიდან გააძევებენ არა ხუთი, არამედ ექვსი პერსონალურის შემდეგ, როგორც ეს NBA-შია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული