NBA: პოლ პირსი "კლიპერსში" წავიდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსს" ახალი სეზონისთვის სერიოზული შენაძენი აქვს. კალიფორნიულმა კლუბმა 37 წლის პოლ პირსი გაიფორმა, რითაც შეავსო ბზარი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე.

კლუბსა და კალათბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამასთან, "კლიპერსს" აქვს უფლება, არ გაააქტიუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წელი. ვარაუდობენ, რომ სეზონში პირსის ხელფასი 3.5 მილიონი დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდი 15 წლის განმავლობაში თამაშობდა "ბოსტონში", რის შემდეგაც თითო სეზონი გაატარა "ბრუკლინსა" და "ვაშინგტონში". ახლახან დასრულებულ პლეი ოფში ვეტერანი "უიზარდსს" საშუალოდ 14.6 ქულით დაეხმარა. პირსი ამ მატჩებში 52.4 პროცენტის სიზუსტით ასრულებდა
სამქულიანებს.

"კლიპერსში" პოლი შეუერთდება დოკ რივერსს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ბოსტონში" ცხრა წელი ითამაშა და ჯერჯერობით კარიერაში ერთადერთი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული