NBA: "კლივლენდმა" ლავი და შამპერტი დაიტოვა

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზმა" ორი მნიშვნელოვანი გარიგება განახორციელა. კლუბი მოელაპარაკა თავის ერთ-ერთ ლიდერს, კევინ ლავს ახალ კონტრაქტზე, რომლის საერთო ღირებულება 110 მილიონი დოლარი იქნება. ხელშეკრულების ხანგრძლივობის ვადაა - ხუთი წელი.

"კლივლენდში" ვბრუნდები. ეს იდეა გონებაში ფინალური სერიის პირველი მატჩის შემდეგ ჩამიჯდა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და თამაში მომინდა ისე, როგორც არასდროს. ვოცნებობდი NBA-ს ფინალურ სერიაში თამაშსა და ბიჭების დახმარებაზე.

ყველანაირი ჭორი მოვისმინე ჩემ შესახებ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, პარტნიორებთან და კლუბის ბოსებთან შეხვედრების შემდეგ ცხადი გახდა - "კლივლენდი" ჩემი ადგილია. მე აქ ერთი
დაუმთავრებელი საქმე მაქვს", - განაცხადა ლავმა.

* * *
გარდა ამისა, "კლივლენდმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივა ფორვარდ ივან შამპერტს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადავიდა "კავალიერზში" "ნიუ იორკიდან". უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში კალათბურთელი 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

პლეი ოფში 25 წლის შამპერტის სტატისტიკა 9.1 ქულა და 4.9 მოხსნა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ივან არა ვასილი კიდე
chiko
10:06 03-07-2015
0
ივან შამპერტი არა, აიმან შამპერტი
fraternity
09:50 03-07-2015
0

სიახლეები პოპულარული