ამარე სტაუდმაიერი მაიამელი გახდა

AutoSharing Option
მძიმე ფორვარმა ამარე სტაუდმაიერმა "მაიამისთან" გააფორმა კონტრაქტი, იტყობინება "ჰიტის" ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტის დეტალების შესახებ არაფერი დაწერილა, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება ერთწლიანია და ვეტერანი 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

"გაგვიმართლა, რომ ისეთმა მოთამაშემ, როგორიცაა ამარე, "მაიამიში" თამაშზე შეაჩერა არჩევანი. ის მოიტანს ავტორიტეტსა და შრომისმოყვარეობას, რაც ასე სჭირდება გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა ფლორიდული კლუბის პრეზიდენტმა პეტ რაილიმ.

გასულ სეზონში, სტაუდმაიერმა 60 მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკ ნიქსისა" და "დალას მავერიქსის" შემადგენლობაში და საშუალოდ 11.3 ქულა და 5.5 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული