ამარე სტაუდმაიერმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
34 წლის მძიმე ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

სტუდმაიერმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 14 სეზონი გაატარა და იქ "ფინიქსის", "ნიუ იორკის", "დალასისა" და "მაიამის" რიგებში ითამაშა. ის 2003 წელს, სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს, ექვსჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გასულ სეზონში, სტაუდმაიერი ისრაელის ჩემპიონი გახდა იერუსალიმის "ჰაპოელის" შემადგენლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული