პირველი ქალი ჩემპიონი

AutoSharing Option
WNBA-ს ყოფილი ვარსკვლავი ბეკი ჰემონი პირველი ქალი მწვრთნელი გახდა, ვინც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ზაფხულის ლიგაზე მამაკაცთა გუნდს უხელმძღვანელა. ამით არ დაკმაყოფილდა და "სან ანტონიო" ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.

სანახაობრივ თამაშში, რომელშიც უხვად იყო ორივე მხრიდან შეცდომები, "სპურსმა" გამარჯვების მომტანი სპურტი მესამე მეოთხედის ბოლოს შეასრულა. "ფინიქსის" მცველებმა ზედიზედ სამჯერ დაკარგეს ბურთი შეტევის საწყის ფაზაში, რისი წყალობითაც "სან ანტონიომ" 8:0 გაქცევა მოახერხა. მეოთხე მეოთხედში "ფინიქსმა" ვეღარ შეძლო სიტუაციის გამოსწორება.

სან ანტონიო-ფინიქსი 90:93
17:23, 22:16, 26:20, 31:28
ს-ა: სიმონსი (23), გრემი (22+3 ჩაჭრა), ანდერსონი (15+7
მოხსნა+4 პასი).
ფ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+4 პასი), უორენი (17+6 მოხსნა), გუდვინი (12+3 დაფარება), ბუკერი (10), ლენი (9+13 მოხსნა).

* * *
ამასობაში, "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ვეტერან მცველ მანუ ჯინობილისთან. კლუბის პოლიტიკის თანახმად, გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.

მომავალი სეზონი მე-14 იქნება არგენტინელისთვის "სან ანტონიოს" შემადგენლობაში. კარიერის განმავლობაში, ჯინობილიმ 865 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო კარიერული სტატისტიკააა - 14.3 ქულა, 4.0 პასი, 3.8 მოხსნა და 1.39 ჩაჭრა.

არგენტინელი მცველი "სან ანტონიომ" 1999 წლის დრაფტზე საერთო 57-ე ნომრად აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული