"დღემდე ამ თემაზე არ ვლაპარაკობდი. არ ვაპირებ ოფიციალურად კარიერის დასრულებას, - განაცხადა ალენმა. - ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ თუ კონკრეტულ და ხელსაყრელ წინადადებას შემომთავაზებენ, მისი განხილვის შესაძლებლობა უნდა მქონდეს. არ მინდა იმ კალათბურთელებს დავემსგავსო, რომლებიც კარიერას ასრულებენ, მაგრამ შემდეგ ბრუნდებიან.
გასულ სეზონში
- "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი ცალკე სახლს ააშენებს სპორტული ფეხსაცმელების შესანახად. კალათბურთელს 150 წყვილი ფეხსაცმლის შესანახი სხვა ადგილი არ გააჩნია.
"სავარაუდოდ, სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. კარადაში დაახლოებით 100 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს, კიდევ 50 წყვილი, უბრალოდ, სახლშია მიმოფანტული. კოლექციის ნაწილი დავკარგე. სახლი ფეხსაცმელებისთვის ჩემი საცხოვრებლის უკან იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლექცია კარგად შეინახება", - განაცხადა Slam Online-თან კომენტარში ოლდრიჯმა, რომელმაც ივლისის დასაწყისში ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სან ანტონიოსთან".
- "ოკლაჰომა-სიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი მოზარდებისთვის განკუთვნილი ცნობილი ამერიკული ჟურნალის Tiger Beat-ის თანამფლობელი გახდა. კალათბურთელი დაეხმარა ინვესტორთა ჯგუფს 2 მილიონი დოლარის შეგროვებაში, გამოისყიდა გამოცემა და ის გაკოტრებას გადაარჩინა.
Tiger Beat სპეციალიზდება არა ჭორებსა და ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, არამედ გათვლილია მოზარდი გოგონების აუდიტორიაზე.
- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდებმა 2015-16 წლების სეზონის კალენდრის წინასწარი ვერსია მიიღეს. ლიგის ხელმძღვანელობამ იზრუნა იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეემცირებინა ხუთდღიანი სერიები, რომლის დროსაც კლუბებს ოთხ-ოთხი მატჩის ჩატარება უწევთ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ NBA-ში შეიძლება სეზონის ხანგრძლივობა გაზარდონ იმისთვის, რათა შეამცირონ ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"