
მიუხედავად იმისა, რომ რეის ბევრი წინადადება აქვს NBA-ის კლუბებისგან, მათ შორის, "გოლდენ სტეიტისგან", "ჩიკაგოსგან", "ვაშინგტონისგან" და "კლიპერსისგან", მცველს კიდევ ერთი საჩემპიონი ბეჭდის მოპოვების ნაცვლად ოჯახთან მეტი დროის გატარება ურჩევნია.
39 წლის ალენი ორჯერ იყო NBA-ის ჩემპიონი - "ბოსტონისა" და "მაიამის" შემადგენლობაში, 10-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", აგრეთვე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდსმენია ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.
ყოველდღიური სპორტული