ჯეი არ სმიტი "კლივლენდში" დარჩა

AutoSharing Option
გუშინ, ჯეი არ სმიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "კლივლენდ კავალიერზის" ბოსებს კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარკა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ "კლივლენდში" ვბრუნდები! ეს გრძელი ზაფხული იყო, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინი ერთ რამედ ღირდა.

როცა კონტრაქტზე უარი ვთქვი, მინდოდა შემესწავლა სიტუაცია სატრანსფერო ბაზარზე. და გადავწყვიტე, რომ "კავალიერზს" დიდი საქმეები აქვს გასაკეთებული, ამიტომაც, მე ამ გუნდის საჩემპიონო შემადგენლობის წევრი უნდა გავმხდარიყავი. უმჯობესია ვითამაშო აქ, ვიდრე სხვაგან უფრო მაღალი ხელფასით", - განაცხადა სიტმა.

ESPN-ის ინფორმაციით, ჯეი არი ორი წლის განმავლობაში, "კლივლენდში" 10 მილიონ დოლარს
გამოიმუშავებს. წინა კონტრაქტით, რომელზეც კალათბურთელმა უარი განაცხადა, 2015-16 წლების სეზონში 6.4 მილიონ დოლარს მიიღებდა. სმიტმა ვერ იპოვნა უფრო უკეთესი ვარიანტი და "კლივლენდში" ნაკლებ თანხად დარჩენა ამჯობინა.

"კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უკვე მიულოცა პარტნიორს დაბრუნება. "მოხარული ვარ, ისევ ჩვენს გვერდით ხარ", - დაწერა "ტვიტერზე" ფორვარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული