"კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:90 მოუგო. ამ გამარჯვებით "კლივლენდმა" სერიაში ანგარიში 1:2 გახადა.
"კლივლენდს" ლებრონ ჯეიმსმა (32), კაირი ირვინგმა (30) და ჯეი არ სმიტმა (20) ულიდერეს. სამივე კალათბურთელმა ჯამში 82 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", სტუმართა ლიდერებმა: სტეფ კარიმ, კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა ჯამში 35 ქულა დააგროვეს. ეს მაჩვენებელი აღნიშნული სამეულისთვის ყველაზე ცუდია მიმდინარე სეზონში.
![ლებრონის გიჟური "ალეი უპი" და "კლივლენდის" 30-ქულიანი გამარჯვება [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/c995ccea9fbae38781f77d32b757bb90.jpg)
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოიპოვა, რასაც 11 მოხსნა და 6 პასი მიამატა. ლებრონის გარდა, ორმაგი დუბლის გაფორმება ტრისტან ტომპსონმა შეძლო - 14 ქულა და 13 მოხსნა.
ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრას 11 ივნისს კვლავ "კლივლენდი" უმასპინძლებს.