ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ქარიმ-აბდულ ჯაბარმა ახალი საქმე იპოვნა. 68 წლის ლეგენდამ აღიარა, რომ ბავშვობიდან შერლოკ ჰოლმსის შესახებ წიგნების დიდი თაყვანისმცემელია. მას აღმაფრენას აძლევდა დეტექტივის უნარი - ეპოვნა ისეთი სამხილები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ.
ამასთან, აბდულ-ჯაბარს მიაჩნია, რომ შერლოკის უფროსი ძმის - მაიკროფტ ჰოლმსის პერსონაჟი არასაკმარისად არის გახსნილი არტურ კონან დოილის მიერ, ამიტომაც, ყოფილმა კალათბურთელმა თავისი პირველი წიგნი სწორედ უფროს ჰოლმსს მიუძღვნა.
წიგნის თანაავტორი გახდა ანა უოტერჰაუსი, რომელიც ქარიმ აბდულ-ჯაბარის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე ("გიგანტების მხრებზე") მუშაობდა.
აბდულ-ჯაბარს
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 38 387 ქულა აქვს მოპოვებული. ის ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ დასახელდა სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"