მეჯიკ ჯონსონი: ვინ დაუდგებოდა ქარიმ აბდულ-ჯაბარს, ზაზა?

AutoSharing Option
NBA-ს ლეგენდა მეჯიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ "შოუთაიმის" დროინდელი "ლეიკერსი" ახლანდელ "გოლდენ სტეიტს" შანსს არ დაუტოვებდა, ისე მოუგებდა.

მაშინდელი გუნდის წარმატებას დიდად განსაზღვრავდა მეჯიკის პასის კულტურა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის ოსტატობა.

"დიდი ალბათობით, ჩვენ ამ გუნდს ძალიან იოლად დავამარცხებდით, გავანადგურებდით. ისინი ძალიან "დაბლები" არიან. თეორიულად, ვისი დაყენება შეუძლიათ ქარიმ აბდულ-ჯაბარის წინააღმდეგ? ზაზა? ბოდიში მომიხდია", - თქვა მეჯიკმა ინტერვიუში.

თუმცა Washington Post-ს მიაჩნია, რომ ზაზას მოყვანა მაგალითად არც ისე ლოგიკურია: "რა თქმა უნდა, ზაზას ძალიან გაუჭირდებოდა ჯაბარის წინააღმდეგ, მაგრამ მისი მოყვანა მაგალითად ნაკლებად ლოგიკურია,
რადგან "გოლდენ სტეიტს" სასტარტოში 4 სუპერვარსკვლავი ჰყავს.

მეჯიკის ნათქვამს ზაზა არა და მისი თანაგუნდელი დრეიმონდ გრინი გამოეხმაურა: "ასეთი შეხვედრა უბრალოდ ვერ გაიმართება და ერების შედარება არ მიყვარს. ახლა სულ სხვა კალათბურთია, მაშინ კი სულ სხვა იყო. მაგრამ ისე რა უნდა დაეპირისპირებინა მაშინდელ "ლეიკერსს" ჩვენთვის, მათ ხომ სამქულიანების სროლა არ იცოდნენ".

შეგახსენებთ, რომ მეჯიკ ჯონსონმა 80-იან წლებში ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული "ლეიკერსში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
საყოველთაოდ ცნობილია მეჯიკ ჯონსონის გონებაჩლუენგობა! მეორეც ჯაბარი იყო ყველა დროსი უძლიერესი მძიმე ცენტრი, მას იმ დროის ვერც ერთი სხვა ცენტრი ვერ უმკლავდებოდა! ასე რომ გულნამცეცებო და კალათბურთის უცოდინარებო, ზაზას შეეშვით!
aburjga
18:25 10-06-2017
0
ძალიან ოპერატიულები ხართ, ეგრე მეტისმეტი სისწრაფეც ზედმეტობაა. ამ დილას გამართული სუპერფინალის სუპერთამაში ჯერ დამთავრებულიც არ იყო, თქვენთან რომ უკვე ვრცელი მიმოხილვა იდო.
ზურა
09:34 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული