NBA. საწვრთნელი მატჩები: პოლ ჯორჯი ბრწყინავს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ლიდერი პოლ ჯორჯი ბრწყინვალე ფორმაში ხვდება რეგულარულ ჩემპიონატს. ფორვარდმა მეორე მატჩი ჩაატარა ერთწლიანი პაუზის შემდეგ და საუკეთესო იყო "დეტროიტთან" მოგებულ მატჩში (115:112).

ჯორჯის ანგარიშზე 32 ქულა მოდის, აქედან 20 ქულა მან პირველ მეოთხედში ჩააგდო, როცა თამაშიდან რვიდან შვიდი ბურთი მოათავსა კალათში, აგრეთვე ჩაჭრებითა და რამდენიმე მოხსნით გამოირჩა. პოლმა 32 ქულა 23 წუთში დააგროვა.

ვაშინგტონი-ფილადელფია 129:95
32:22, 24:32, 38:18, 35:23
ვ: პორტერი (22+5 მოხსნა), ბილი (19), ნილი (13), ნენე (12+6 მოხსნა), ბლეირი (12), სეშენსი (11+10 პასი), უოლი (10+9 პასი+3 ჩაჭრა).
ფ: ნოელი (13+5 მოხსნა), კენაანი (13+6 პასი+5 მოხსნა), ოკაფორი (12).

დეტროიტი-ინდიანა 112:115
28:34, 24:25, 39:26, 21:30
დ: ჯონსონი (26), კოლდუელ-პოუპი (22), დრამონდი (16+9 მოხსნა), მიქსი (15).
ი: ჯორჯი (32), იანგი (18), რობინსონი (13+5 მოხსნა), ელისი (10).

ჩიკაგო-მილუოკი 105:95
16:20, 21:20, 40:27, 28:28
ჩ: ბატლერი (23+6 პასი), მაკდერმოტი (23+5 მოხსნა), მიროტიჩი (18+8 მოხსნა), ბრუქსი (10), პორტისი (8+14 მოხსნა).
მ: ვონი (20), პლამლი (12+5 მოხსნა), ინგლსი (11+9 მოხსნა), მიდლტონი (10).

მემფისი-ჰიუსტონი 92:89
31:20, 12:28, 30:17, 19:24
მ: სმიტი (12), გრინი (11+7 მოხსნა), ლი (11), რაიტი (10+6 მოხსნა).
ჰ: არიზა (12+4 ჩაჭრა), ჰარდენი (11), ბრიუერი (11), ლოუსონი (10+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (5+11 მოხსნა).

დალასი-დენვერი 86:96
16:30, 30:23, 19:18, 21:25
დალ: ვილანუევა (18+8 მოხსნა), ჯენკინსი (16), ჰარისი (14).
დენ: მუდიაი (17+5 პასი), ლოვერნი (14+12 მოხსნა), ნელსონი (12), ჰარისი (12), ფარიდი (10+10 მოხსნა).

ლეიკერსი-იუტა 114:117 (ო)
24:35, 24:14, 30:29, 27:27, 9:12
ლ: უილიამსი (20+5 მოხსნა), რენდლი (16+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (16+11 მოხსნა), ბრაიანტი (13), იანგი (13), კლარკსონი (12), ბასი (12).
ი: ბერკსი (27+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰუდი (21), ბერკი (15+5 პასი), არიზა (13+8 მოხსნა), უიზი (11+5 მოხსნა).

ბოსტონი-მილანი 124:91
34:20, 27:24, 38:27, 25:20
ბ: ტომასი (18), ბრედლი (14), სალინჯერი (14), ლი (13+7 მოხსნა), სმარტი (11+6 პასი).
მ: ჯენტილე (19), ჯენკინსი (14), ჰამელი (12+7 მოხსნა).

***
"ჰიუსტონ როკეტსის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება გამოკითხვის შედეგებს, რომლითაც 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდა.

"ვიცი, ვინ იყო გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ "უორიორზის" ბრწყინვალე სეზონი. მაგრამ საუკეთესო მოთამაშის პრიზი გულისხმობს იმას, რომ თქვენ ყველაზე სასარგებლო უნდა იყოთ საკუთარი გუნდისთვის. ჩვენ მეორე ადგილზე გავედით დასავლეთში. ბევრი ტრავმირებული გვყავდა, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა პირველობამდე.

ლიგის ლიდერი ვიყავი ქულებისა და მოედანზე გატარებული წუთების საერთო რაოდენობით. არ მინდა დავაკნინო სტივენ კარის დამსახურებები, მაგრამ მომეჩვენა, რომ MVP-ის პრიზი მე დავიმსახურე.

მაგრამ შემიძლია უფრო უკეთ ვითამაშო. ლიგაში საუკეთესო მოთამაშე ვარ. მჯერა ამის", - განაცხადა ჰარდენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული