კობი ბრაიანტი: ახლა განავალივით ვარ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემტევმა მცველმა კობი ბრიანტმა 2014-15 წლების სეზონის სტარტზე საკუთარი თამაში გააკრიტიკა.

"დღეს მე-200 ადგილზე ვარ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს შორის. ძალიან ცუდად გამოვიყურები. უბრალოდ არ შემიძლია ფარისკენ ბურთის სროლა. ახლა, მე ვთამაშობ, როგორც განავალი", - განაცხადა ბრაიანტმა Slamonline.com-თან კომენტარში.

სეზონის პირველ სამ მატჩში ბრაიანტმა 52 ქულა დააგროვა. ამასთან, 37 წლის მცველი 45 პროცენტის სიზუსტით ისვრის ორქულიანებს და 26 პროცენტით - სამქულიანებს. ამას ემატება საშუალოდ ხუთი მოხსნა მატჩში.

"ლეიკერსმა" რეგულარული სეზონის სტარტზე სამივე მატჩი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაბერდი ლომო დაბერდიიი...მაგრამ რაც გაგიკეთებია,იმის ნახევარი შეძლონ ზოგზოგიერთებმა.
tugliko
17:06 04-11-2015
0
როგორც ლებრონა ისე ითამაშოს? :D
ლებრონს დაცვაში მეტი შეუძლია,მაგრამ აქცენტი შეტევაში ბურთის გათამაშებაზე და სასროლ პოზიციაზე ყოფნა არის.
კობი ისე დომინანტურად ვერ ითამაშებს,როგორც ლებრონი.
girogi
16:57 04-11-2015
0

სიახლეები პოპულარული