NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი საჭირო არ არის

AutoSharing Option
"ნიუ იორკისა" და "კლივლენდის" მატჩამდე გუნდების ვარსკვლავებს - კარმელო ენტონისა და ლებრონ ჯეიმსს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 12:12 იყო. და რეგულარულ სეზონში ზედიზედ რვა გამარჯვების შემდეგ, ლებრონს მე-13 მოგება აქვს კარმელოზე.

საბოლოოდ, ჯეიმსმა 31 ქულა დააგროვა, ენტონიმ კი თამაშიდან პირველი ტყორცნა მეორე ტაიმში გამოიყენა.

ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო არასაკალათბურთო ეპიზოდმა. მესამე მეოთხედში ჯეიმსმა და "კავალიერზის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა ხმამაღალ ტონებში გაცვალეს რეპლიკები. როგორც შემდეგ გაირკვა, "კლივლენდის" ლიდერს უბრალოდ შეცვლა სურდა.

* * *
"საკრამენტოს" ლიდერებმა კარგად გამოიყენეს "ბრუკლინის" პრობლემები. რაჟონ რონდომ
მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა და ბევრს აფიქრებინა, რომ შარშან, "დალასში" მისი ორეული თამაშობდა. დემარკუს კაზინსმა კი 40 ქულა დააგროვა, მათ შორის, 21 ქულა მესამე მეოთხედში და აქედან 19 ზედიზედ. სულ რაღაც 5 (!) წუთში.

"ოკლაჰომა-სიტის" არ ჰქონდა განსაკუთრებული პრობლემები სეზონის მთავარ აუთსაიდერთან, რასელ უესტბრუკმა კი თავისი დაცვითი თვისებები "ფილადელფიასთან" მატჩში გამოავლინა.

21 ქულა, 17 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი - ეს არის მე-12 სამმაგი დუბლი გამთამაშებლისთვის ბოლო ორ სეზონში. დროის ამ პერიოდში, არც ერთ სხვა კალათბურთელს არ აქვს ოთხზე მეტი ტრიპლ-დაბლი.

ახლა, უესტბრუკს 28 მოგება და 28 წაგება ბოლო ორ სეზონში იმ მატჩებში, რომლებშიც "ოკლაჰომა" დურანტის გარეშე თამაშობდა. "თანდერის" ლიდერი ამ შეხვედრას მორიგი ტრავმის გამო ტოვებდა.

"დალასთან" წინა შეხვედრის შემდეგ, "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ საზიზღრად ითამაშა. ამის შემდეგ, ლეგენდამ ორი შეხვედრა ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა, კვირას კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, 19 ქულა დააგროვა და თამაშიდან ტყორცნების ნახევარზე მეტი გამოიყენა.

ციფრები
- ბოლო ოთხ მატჩში სამი სამმაგი დუბლი შეასრულა რაჟონ რონდომ. "საკრამენტოს" რეკორდი გახლავთ კრის უებერის ხუთი ტრიპლდაბლი სეზონში. ეს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მოხდა.

- ზედიზედ ექვსი მატჩია 20 ქულაზე მეტს აგროვებს პოლ ჯორჯი. ეს მის კარიერაში ხანგრძლივობით მეორე სერიაა. ერთხელ, "ინდიანას" ლიდერმა ზედიზედ ცხრაჯერ ჩაატარა "20-ქულიანი" მატჩი.

- "ინდიანამ" სეზონში მეშვიდედ გაუშვა მინიმუმ 100 ქულა.

13 ნოემბერი
ინდიანა-მინესოტა 107:103
24:27, 37:23, 29:23, 17:30
ი: ჯორჯი (29+8 მოხსნა), ელისი (24), მაინმი (12+9 მოხსნა), რობინსონი (11).
მ: ლავინი (26), უიგინსი (26), თაუნსი (12+9 მოხსნა), ბიელიცა (10).

ორლანდო-იუტა 102:93
33:15, 19:25, 28:23, 22:30
ო: ფურნიე (21), ჰარისი (19+13 მოხსნა), პეიტონი (16+6 პასი), ვუჩევიჩი (16+9 მოხსნა), გორდონი (10+4 დაფარება).
ი: ჰეივორდი (16), ბერკი (16), ბერკსი (11).

ბოსტონი-ატლანტა 106:93
23:26, 22:19, 35:24, 26:24
ბ: ტომასი (23+10 პასი), ჯონსონი (19+8 მოხსნა), ოლინიკი (15), კრაუდერი (13+8 მოხსნა), სალინჯერი (10+10 მოხსნა).
ა: მილსეპი (14+8 მოხსნა), ჰორფორდი (13+8 პასი), ბეიზმორი (12), კორვერი (11), შრიოდერი (10+7 პასი), სეფოლოშა (10).

ნიუ იორკი-კლივლენდი 84:90
23:29, 30:17, 19:20, 12:24
ნ-ი: ენტონი (26), აფლალო (14), პორზინგისი (11+8 მოხსნა), კალდერონი (10).
კ: ჯეიმსი (31+6 პასი), მო უილიამსი (20), მოზგოვი (11+7 მოხსნა), ლავი (7+11 მოხსნა), ტომპსონი (4+10 მოხსნა).

ტორონტო-ნიუ ორლეანი 100:81
17:21, 23:19, 32:21, 28:20
ტ: ლოური (20), ვალანჩუნასი (20+10 მოხსნა), დეროზანი (15+11 პასი), კეროლი (11), პატერსონი (10).
ნ-ო: გორდონი (30), ჰოლიდეი (19), აჟინკა (10+9 მოხსნა).

ჩიკაგო-შარლოტი 102:97
23:23, 27:23, 23:29, 29:22
ჩ: ბატლერი (27), პ. გასოლი (19+13 მოხსნა), გიბსონი (12), მური (11), როუზი (10+8 პასი).
შ: ბატუმი (28+8 მოხსნა), ლემბი (15+10 მოხსნა), მარვ. უილიამსი (14), უოკერი (13+9 მოხსნა+8 პასი).

მემფისი-პორტლენდი 101:100
23:24, 30:28, 26:18, 22:30
მ: მ. გასოლი (31), რენდოლფი (15+8 მოხსნა), გრინი (14), კონლი (11+9 პასი), ჩელმერსი (11).
პ: მაკალუმი (26), ამინუ (16+8 მოხსნა), კრები (12), ლილარდი (11+7 პასი), ჰარკლესი (10).

ოკლაჰომა-ფილადელფია 102:85
18:24, 30:19, 23:18, 31:24
ო: უესტბრუკი (21+17 მოხსნა+11 პასი), უეიტერსი (14), კანტერი (13+8 მოხსნა), მოროუ (12), იბაკა (11+7 მოხსნა+7 დაფარება).
ფ: ვუდი (15+8 მოხსნა), ნოელი (13+11 მოხსნა), სტაუსკასი (11), მაკონელი (10), სემპსონი (11).

დალასი-ლეიკერსი 90:82
29:24, 19:16, 16:15, 26:27
დ: ფაჩულია (18+16 მოხსნა), უილიამსი (13+7 პასი), პაუელი (10+12 მოხსნა).
ლ: კლარკსონი (21), ბრაიანტი (19), უილიამსი (10), ბასი (7+10 მოხსნა), რენლდი (6+10 მოხსნა).

დენვერი-ჰიუსტონი 107:98
30:23, 29:28, 23:23, 25:24
დ: გალინარი (27), ბარტონი (26), ფარიდი (14+11 მოხსნა), ნელსონი (13), მუდიაი (2+11 პასი), ჰიქსონი (10).
ჰ: ჰარდენი (28+8 მოხსნა), ჯონსი (23+7 მოხსნა), არიზა (13), ჰოვარდი (12+10 მოხსნა).

საკრამენტო-ბრუკლინი 111:109
23:30, 31:30, 31:22, 26:27
ს: კაზინსი (40+13 მოხსნა), რონდო (23+10 მოხსნა+14 პასი), მაკლემორი (15), ბელინელი (14).
ბ: ჯეკი (21+12 პასი), ლოპესი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), იანგი (16+9 მოხსნა), ჯონსონი (14), ბოგდანოვიჩი (15).

"კლივლენდი" მილუოკიში შეაჩერეს
"კლივლენდის" რვამატჩიანი მოგებათა სერია მილუოკიში შეწყდა. ორი ოვერტაიმის შემდეგ, დევიდ ბლატის გუნდმა სეზონში მეორე შეხვედრა წააგო. საინტერესოა, რომ ძირითადი დროისა და ოვერტაიმის მიწურულს, ბოლო შედეგიანი შეტევები სტუმრებისა იყო. პირველი დამატებითი დროის ბოლოს, ლებრონ ჯეიმსმა შთამბეჭდავი ბლოკით დაუფარა ბეილესს და არ მისცა "მილუოკის" წინ გასვლის საშუალება.

"ბაქსმა" ძალიან კარგი გუნდური თამაში აჩვენა - შვიდმა მოთამაშემ 10 ან მეტი ქულა დააგროვა. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერის რიგებში კი ლებრონი იყო გამორჩეული - 37 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი. საერთო ჯამში, "კავალიერზის" მარცხის ძირითად მიზეზი დიდი რაოდენობით შეცდომები იყო - 20 დაკარგვა.

ციფრები
- 6000 შედეგიანი გადაცემა შეასრულა კარიერაში "სან ანტონიოს" მცველმა ტონი პარკერმა. ამ მაჩვენებლით ის მეექვსეა NBA-ის მოქმედ კალათბურთელებს შორის.

- "ვაშინგტონმა" ზედიზედ მეათედ მოუგო "ორლანდოს".
- შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "ფილადელფიამ" ზედიზედ მე-20 მატჩი წააგო.

- 2995 დაფარება გააკეთა კარიერაში ტიმ დანკანმა. ის "სან ანტონიოს" აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, ყველა დროის სიაში კი მეხუთე ადგილზე გადავიდა და კვალში უდგას მარკ იტონს, რომელსაც 3064 დაფარება ჰქონდა.

- კარიერაში მე-300 ორმაგი დუბლი შეასრულა "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა. ამისთვის მას მხოლოდ 449 მატჩი დასჭირდა.

- სტივენ კარიმ 1264 ზუსტი სამქულიანი დააგროვა და ყველა დროის სიაში თავის მამას - დელ კარის გაუსწრო. "გოლდენ სტეიტის" ლიდერი რეიტინგში 34-ე ადგილზეა.

14 ნოემბერი
კლიპერსი-დეტროიტი 101:96
25:28, 26:32, 30:20, 20:16
კ: კროუფორდი (37+8 პასი), გრიფინი (34+8 მოხსნა+9 პასი), რივერსი (13), ჯორდანი (10+16 მოხსნა).
დ: ჯექსონი (20), ილიასოვა (20), დრამონდი (18+19 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (10).

ვაშინგტონი-ორლანდო 108:99
29:27, 21:29, 29:20, 29:23
ვ: ჰემფრიზი (23), ტემპლი (18), უოლი (15+11 პასი), გორტატი (13+10 მოხსნა), პორტერი (9+10 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (19+13 მოხსნა), ფურნიე (18+6 პასი), პეიტონი (17), გორდონი (12+7 მოხსნა), ჰარისი (10).

ჰიუსტონი-დალასი 98:110
20:32, 14:25, 33:25, 31:28
ჰ: ჰარდენი (25+7 მოხსნა+10 პასი), ჯონსი (23), ტერი (19), კაპელა (7+10 მოხსნა).
დ: ფელტონი (23), ვილანუევა (19), ჰარისი (15), პაუელი (13+9 მოხსნა), უილიამსი (11), ფაჩულია (10+8 მოხსნა).

მილუოკი-კლივლენდი 108:105 (2ო)
23:23, 27:21, 20:17, 18:27, 8:8, 12:9
მ: კარტერ-უილიამსი (17), ბეილესი (17), ანტენტოკუნმპო (16+11 მოხსნა), მონრო (16+17 მოხსნა), ვასკესი (13), პარკერი (12), მიდლტონი (11).
კ: ჯეიმსი (37+12 მოხსნა), ლავი (24+14 მოხსნა), ჯეფერსონი (14), სმიტი (10+9 მოხსნა).

სან ანტონიო-ფილადელფია 92:83
20:12, 23:27, 33:21, 16:23
ს-ა: ოლდრიჯი (17+19 მოხსნა), პაკერი (16), დანკანი (15+5 დაფარება), ანდერსონი (10+7 მოხსნა), უესტი (10).
ფ: ოკაფორი (21+12 მოხსნა), გრანტი (12).

ფინიქსი-დენვერი 105:81
27:13, 33:15, 28:26, 17:27
ფ: ბლედსოუ (30+7 მოხსნა), გუდვინი (12), ტელეტოვიჩი (11+9 მოხსნა), ჩენდლერი (11+8 მოხსნა), ნაითი (10).
დ: ბარტონი (19+12 მოხსნა), მუდიაი (13).

გ. სტეიტი-ბრუკლინი 107:99 (ო)
21:36, 31:18, 18:23, 27:20, 10:2
გ-ს: კარი (34+6 პასი), გრინი (16+10 მოხსნა+12 პასი+4 დაფარება), იგუოდალა (15+6 პასი), ბარნსი (13), ბოგუტი (10+18 მოხსნა).
ბ: ჯეკი (28+9 პასი), იანგი (26+10 მოხსნა), ლოპესი (18+9 მოხსნა), ჰოლის-ჯეფერსონი (7+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული