NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონმა" მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა კევინ მაკჰეილი. ამის შესახებ დაწერა Yahoo!Sports-ის ანალიტიკოსმა ადრიან ვოინაროვსკიმ.

მიმდინარე სეზონში "როკეტსმა" 11 მატჩში შვიდჯერ წააგო და მე-11 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. მაკჰეილი კლუბს 2011 წლიდან წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში, "ჰიუსტონი" სამჯერ გავიდა პლეი ოფში, საუკეთესო შედეგი კი შარშან, დასავლეთი კონფერენციის ფინალში თამაში იყო.

მაკჰეილის მწვრთნელობისას, "როკეტსმა" 190 მატჩი მოიგო და 126-ჯერ დამარცხდა.

"ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ჯეი ბი ბიკერსტაფი დაინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული