NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიუ იორკს" ახალი გმირი ჰყავს

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზმა" მესამე მატჩი წააგო რეგულარულ სეზონში. არადა, "დეტროიტთან" შეხვედრის დიდი ნაწილი სტუმრებს ცუდს არაფერი უქადდა.

ლებრონი და კომპანია დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის შუაში მეტოქეს მიახლოების საშუალება მისცა, როცა ზედიზედ სამი სამქულიანი მიიღო. ხოლო კევინ ლავის აცილების შემდეგ, "პისტონზი" საერთოდ წინ გავიდა.

საფინალო სირენამდე 48 წამით ადრე, როცა "დეტროიტი" ერთი ქულით იყო წინ, ლებრონ ჯეიმსმა თავად არ ისროლა და მოზგოვს მიაწოდა, მაგრამ რუსმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა. შესაბამისად, "კლივლენდმა" ზედიზედ მეორე მატჩი წაააგო.

* * *
"გოლდენ სტეიტმა" კინაღამ პირველი
მარცხი იწვნია მიმდინარე სეზონში. "ტორონტოს" კალათბურთელებმა 18-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კაილი ლოურიმ შეტევაში ჯარიმა აიღო და კანადელების იმედებსაც ხაზი გადაესვა.

"გოლდენ სტეიტი" გახდა მეშვიდე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სეზონის სტარტზე 12 გამარჯვებას მიაღწია. გარდა ამისა, "მეომრებმა" განაახლეს საშინაო მოგებების საკუთარი სარეკორდო სერია - ახლა, ის 25 მატჩს ითვლის.

ადრე, ასეთი რამ 19-მა გუნდმა შეძლო. და კიდევ, კალიფორნიელებმა გაიმეორეს საკუთარი ყველაზე გრძელი მოგებათა სერია - შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, გუნდმა მიჯრით 16 შეხვედრაში გაიმარჯვა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი სტატისტიკური მიღწევა: 12-ივე მოგებულ მატჩში, "გოლდენ სტეიტმა" 100-ზე მეტი ქულა დააგროვა.

ცალკე უნდა ვისაუბროთ "უორიორზის" ლიდერის სტივენ კარის ჰაილაითებზე. მცველმა გუშინ 37 ქულა დააგროვა და ამ სეზონში საერთო მონაგარი 404 ქულამდე აიყვანა. 2005-06 წლების სეზონის შემდეგ, როცა "ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა 12 სასტარტო მატჩში 410 ქულა დააგროვა, ასეთი შედეგიანობა არც ერთ კალათბურთელს არ უჩვენებია.

"ტორონტოსთან" მატჩში კარიმ ხუთი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში 1253 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა. ამით მან საუკეთესო სნაიპერების სიაში დერეკ ფიშერს, შეინ ბატიესა და სტივენ ჯექსონს გაუსწრო და 37-ე ადგილზე გადავიდა. 35-ე ადგილზე მყოფ ლებრონ ჯეიმსს მხოლოდ 14 სამქულიანით ჩამორჩება.

დაბოლოს, კარიმ გუშინ 37 ქულა დააგროვა. მისთვის ეს იყო მერვე "30-ქულიანი" მატჩი სეზონში, სულ კი ამგვარი მიღწევა კარიერაში 80-ჯერ დააფიქსირა.

* * *
გუშინ, "მედისონ სკვერ გარდენის" ტრიბუნები ერთი კალათბურთელის სახელს სკანდირებდნენ. და ეს ადამიანი იყო არა კარმელო ენტონი, არამედ, კრისტაპს პორზინგისი. ლატვიელმა დებიუტანტმა 29 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მის ხანმოკლე კარიერაში.

გრძელდება კოშმარული სეზონი "ნიუ ორლეანისთვის". ამ გუნდს კვლავაც ერთადერთი მოგება აქვს რეგულარულ ჩემპიონატში, რასაც გუშინ, ლიდერის ენტონი დევისის ტრავმა დაემატა. ფორვარდმა "დენვერთან" პირველი მეოთხედს შუაში დაიზიანა მხარი.

დაზიანების ხარისხის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ გვახსოვს, რომ დევისმა შარშანაც გამოტოვა მატჩები ანალოგიური ტრავმის გამო.

ციფრები
- "მაიამის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა 22 ქულა, 14 მოხსნა და 10 დაფარება დააგროვა "მინესოტას" წინააღმდეგ. ის გახდა მეშვიდე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა ქულების, მოხსნებისა და დაფარებების მიხედვით.

- სეზონის 11 სასტარტო მატჩში 11 ორმაგი დუბლი შეასრულა "დეტროიტის" ცენტრმა ანდრე დრამონდმა. გარდა ამისა, ამ კალათბურთელმა მესამე ისეთი მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 25 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

- ზედიზედ 895 მატჩია, ჯო ჯონსონი უქულოდ არ ტოვებს მოედანს. მოქმედ კალათბურთელებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, "ბრუკლინის" ფორვარდი მე-12 ადგილზე გადავიდა NBA-ის ისტორიაში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით. ახლა, მას 1720 ზუსტი შორეული ტყორცნა აქვს.

- კარიერაში 25 213 ქულა დაუგროვდა ლებრონ ჯეიმსს. ამით მან ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ჯერი უესტს გაუსწრო და მე-19 ადგილზე გადავიდა. მე-18 პოზიციაზე მყოფ რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს.

ვაშინგტონი-მილუოკი 115:86
27:29, 37:17, 21:20, 30:20
ვ: უოლი (19+9 პასი), პორტერი (19), დადლი (13+7 მოხსნა), გორტატი (12+9 მოხსნა), ტემპლი (10), ნილი (10).
მ: მიდლტონი (14), ბეილესი (13), კარტერ-უილიამსი (12), ვასკესი (12), ჰენსონი (10).

ბრუკლინი-ატლანტა 90:88
17:19, 28:27, 27:22, 18:20
ბ: ლოპესი (24+10 მოხსნა), იანგი (16+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), ლარკინი (14), ჯეკი (14+8 პასი), ჯონსონი (13+7 მოხსნა+9 პასი).
ა: ჰორფორდი (18), მილსეპი (17), კორვერი (13), შრიოდერი (8+10 პასი).

დეტროიტი-კლივლენდი 104:99
31:27, 24:29, 20:25, 29:18
დ: დრამონდი (25+18 მოხსნა), ჯექსონი (23+12 პასი), ილიასოვა (20), მორისი (14), კოლდუელ-პოუპი (13).
კ: ჯეიმსი (30), ლავი (19+9 მოხსნა), მო უილიამსი (15+7 პასი), სმიტი (15), მოზგოვი (10).

მაიამი-მინესოტა 91:103
25:20, 25:25, 19:17, 22:41
მაი: უაიტსაიდი (22+14 მოხსნა+10 დაფარება), დენგი (20), დრაგიჩი (16+9 პასი), უეიდი (10+6 პასი), ბოში (10+7 მოხსნა), უინსლოუ (8+11 მოხსნა).
მინ: უიგინსი (24), ლავინი (17), მუჰამადი (16), თაუნსი (14+14 მოხსნა).

ნიუ იორკი-შარლოტი 102:94
26:21, 20:27, 34:24, 22:22
ნ-ი: პორზინგისი (29+11 მოხსნა), ენტონი (18+11 მოხსნა), აფლალო (16), სერაფინი (10).
შ: უოკერი (31), ჰოიესი (14), ლინი (13), ლემბი (12), ჯეფერსონი (10).

ნიუ ორლეანი-დენვერი 98:115
21:31, 32:20, 22:32, 23:32
ნ-ო: ანდერსონი (24), გორდონი (19+6 პასი), სმიტი (13+8 პასი), ბებიტი (11+7 მოხსნა), კანინგემი (11), ჰოლიდეი (10+7 პასი).
დ: გალინარი (32+8 მოხსნა+8 პასი), ბარტონი (17+7 მოხსნა), ნელსონი (16), ჰარისი (16), მუდიაი (12+8 პასი), ფარიდი (11+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-ტორონტო 115:110
29:25, 34:22, 27:36, 25:27
გ-ს: კარი (37+9 პასი), ტომპსონი (19), ბოგუტი (13).
ტ: ლოური (28), დეროზანი (28+6 პასი), კეროლი (17+6 ჩაჭრა), ჯოზეფი (13+6 პასი), ვალანჩუნასი (9+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული