NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰარდენს თანაგუნდელები აუმხედრდნენ

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" რამდენიმე კალათბურთელი იმედგაცრუებულია გუნდის ლიდერის - ჯეიმს ჰარდენის გულგრილობით, - წერს გამოცემა USA Today.

"როკეტსის" მოთამაშეებმა რამდენიმე დღის წინ კრება ჩაატარეს, რომლის ერთ-ერთი შედეგი იყო მთავარი მწვთნელის კევინ მაკჰეილის დათხოვნა.

გუნდის ბევრმა წევრმა მიიჩნია, რომ სეზონის სტარტზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, განტევების ვაცად მაკჰეილი აქციეს, იმ დროს, როცა წარუმატებლობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თავად ჰარდენია, რომელიც აშკარად თავს არიდებს თავდაცვით მოქმედებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული