NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მუტომბო "ატლანტას" ლეგენდა გახდა

AutoSharing Option
"ატლანტასა" და "ბოსტონის" გუშინდელი მატჩის წინ, "ჰოქსის" საშინაო არენის თაღზე ლეგენდარული ცენტრის დიკემბე მუტომბოს მაისურა დაკიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, "ატლანტას" რიგებში 55-ე ნომრით ვერავინ ითამაშებს.

მუტომბო 1996 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა "ატლანტას" შემადგენლობაში. იქ ხუთი სეზონის განმავლობაში, ის საშუალოდ მატჩში 11.9 ქულას, 12.6 მოხსნასა და 3.2 დაფარებას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ კონგოელი ცენტრი 2015 წელს, NBA-ის საკალათბურთო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული