მაგრამ, სწორედ ვეტერანმა ვარსკვლავმა ჩააგდო აღნიშნული შეხვედრა. "ლეიკერსის" ლიდერმა 14-დან ერთი ტყორცნა მოათავსა კალათში და მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი კი "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი აღმოჩნდა, რომელმაც 24 ქულას მოუყარა თავი.
"უორიორზმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, რითაც NBA-ის რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი - 15 მოგება ორ გუნდს ეკუთვნოდა - "ვაშინგტონ
აღვნიშნოთ "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი მიღწევა. ამ გუნდმა ზედიზედ 43-ე (!) საშინაო მატჩში დააგროვა მინიმუმ 100 ქულა. აბსოლუტური რეკორდის გამეორებისთვის, მოქმედ ჩემპიონს შინ კიდევ ოთხი "ასიანი" მატჩი სჭირდება.
* * *
"ჩიკაგომ" სტუმრად დაამარცხა "პორტლენდი", რაც "ხარებისთვის" მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან "ბულზს" ამ ქალაქში 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგება. სტუმრების რიგებში დაბრუნდა დერიკ როუზი, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. მან მოედანზე 35 წუთი გაატარა და 17 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა, თუმცა თამაშიდან 20-დან მხოლოდ 7 ბურთი მოათავსა კალათში.
* * *
ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენა "ინდიანამ" "ვაშინგტონთან" მატჩში. "პეისერსმა" 19 სამქულიანი ჩააგდო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში. რაც მთავარია, ამ შედეგის მისაღწევად, სტუმრებს მხოლოდ 26 ცდა დასჭირდათ, ასე რომ, შორეული ტყორცნების რეალიზაციის პროცენტმა 73.1 (!) შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 19-დან 15 სამქულიანი პოლ ჯორჯმა და სი ჯეი მაილსმა ჩააგდეს. ჯორჯმა ჯამში 40 ქულა დააგროვა და ათამდე გაზარდა მატჩების სერია, როცა მინიმუმ 20 ქულას აგდებს მეტოქის კალათში.
ციფრები
- "მემფისის" შვიდმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 11 ქულა.- 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეებმა პირველ მეოთხედში. "ლეიკერსს" ამ დროის განმავლობაში არც ერთი შედეგიანი პასი არ ჰქონდა.
- კარიერაში 1218 მატჩი ჩაატარა ვინს კარტერმა და 31-ე ადგილზე გადავიდა NBA-ის ისტორიაში. ვეტერანმა სტივ ნეშს გაუსწრო.
- "მემფისის" წინააღმდეგ ორი სამქულიანის გამოყენების შემდეგ, "დალასის" გერმანელი ვეტერანი დირკ ნოვიცკი მე-17 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც კარიერაში მინიმუმ 1600 შორეული ტყორცნა დაუგროვდა. რეკორდსმენი ამ მაჩვენებლით რეი ალენია, რომელმაც კარიერა 2973 გამოყენებული სამქულიანით დაასრულა.
ვაშინგტონი-ინდიანა 106:123
31:33, 30:29, 21:31, 24:30
ვ: ნილი (23), ბილი (20), უოლი (18), ნენე (11+7 მოხსნა), გორტატი (10+9 მოხსნა), სეშენსი (10).
ი: ჯორჯი (40+8 მოხსნა), მაილზი (32), ჯორჯ ჰილი (14), ელისი (10).
ატლანტა-ბოსტონი 121:97
33:28, 24:20, 24:25, 40:24
ა: მილსეპი (25+9 მოხსნა), ტიგი (16+9 პასი), სეფოლოშა (15+7 მოხსნა), კორვერი (15+7 მოხსნა), სკოტი (15), ჰორფორდი (11), ათიიეპყრნ (10).
ბ: ბრედლი (25), ტომასი (14), ჰანტერი (12), ლი (10).
მემფისი-დალასი 110:96
21:17, 25:19, 36:24, 28:36
მ: კონლი (21+6 პასი), გრინი (19+7 მოხსნა), მარკ გასოლი (15+10 მოხსნა), ბარნსი (14+7 მოხსნა), ჩელმერსი (14+5 ჩაჭრა), გრინი (13), ალენი (11).
დ: ფელტონი (16), ბარეა (16), ნოვიცკი (14+10 მოხსნა), ფაჩულია (13+10 მოხსნა), მეტიუზი (11), უილიამსი (10).
დენვერი-კლიპერსი 94:111
26:25, 19:26, 27:32, 22:28
დ: გალინარი (20+18 მოხსნა), იოკიჩი (16), ჰარისი (14), არტური (11), ჰიქსონი (11).
კ: გრიფინი (18+10 მოხსნა), ჯორდანი (18+11 მოხსნა+4 დაფარება), რედიკი (16), პოლი (15+10 პასი), კროუფორდი (15), ჯონსონი (11).
პორტლენდი-ჩიკაგო 88:93
22:29, 17:19, 24:23, 25:22
პ: ლილარდი (19+10 მოხსნა+8 პასი), მაკალუმი (18), დევისი (12+13 მოხსნა), პლამლი (11+17 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (22), როუზი (17+6 პასი), მიროტიჩი (13+8 მოხსნა), პ. გასოლი (12+14 მოხსნა), გიბსონი (10+7 მოხსნა).
გ. სტეიტი-ლეიკერსი 111:77
30:11, 24:27, 35:17, 22:22
გ-ს: კარი (24+9 პასი), გრინი (18+7 მოხსნა), ბარბოზა (13), ტომპსონი (11).
ლ: რენდლი (10), ნენსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"