NBA. რეგულარული სეზონი: ყველაზე ცუდი, ყველაზე კარგი

AutoSharing Option
"ფილადელფია" ამერიკული სპორტის ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდი გახდა. შაბათს, "სიქსერზმა" სცადა სეზონში პირველი მატჩის მოგება, როცა "ჰიუსტონთან" მეოთხე მეოთხედში მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამ გუნდში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც ბოლო წამებზე ზუსტად შეასრულებდა სამქულიანებს.

თან, იმ დღეს შეუჩერებელი იყო ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც კარიერაში მესამედ შეასრულა 50 ქულა.

შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "ფილადელფიამ" ზედიზედ 27-ე მატჩი წააგო. ეს უარესი შედეგია არა მხოლოდ NBA-ის ისტორიაში, არამედ მთლიანად ამერიკულ სპორტში. წინა ანტირეკორდი - 26 წაგება ეკუთვნოდა ამერიკული ფეხბურთის გუნდს "ტამპა ბეი ბუკანიერსს" (1976-77).

დღეს
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საუკეთესო გუნდი კი "გოლდენ სტეიტია", რომელმაც ბოლო ორ დღეში ორი მატჩი მოიგო და მოგებათა სერია 18-მდე აიყვანა. ორივე მატჩის გმირი დრეიმონდ გრინი გახდა - მან ზედიზედ ორი სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლოს "მეომრებში" ასეთი წარმატება ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ამ სერიის პერიოდში, "გოლდენ სტეიტმა" კიდევ ერთი რეკორდი დამყარა. +288 - ქულების სხვაობა სეზონის პირველ 18 შეხვედრაში.

* * *
გრინის გმირობების მიუხედავად, "გოლდენ სტეიტიდან" სტივენ კარია MVP-ის პრიზის მთავარი მაძიებელი. თუმცა მას კონკურენტები მრავლად ჰყავს.

"ინდიანას" ფორვარდმა პოლ ჯორჯმა 33 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა "ჩიკაგოსთან" (104:92) მატჩში.

კევინ დურანტმა ისარგებლა იმით, რომ რასელ უესტბრუკს არ გამოუვიდა "დეტროიტთან" მატჩი (103:87) და 34 ქულითა და 13 მოხსნით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება უესტბრუკს, მან 14 ქულას 11 შეცდომა დაუმატა.

აგრძელებს მოგებებს "სან ანტონიო". გრეგ პოპოვიჩის გუნდს ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს. კავაი ლეონარდმა "დენვერთან" მატჩში 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 4 ჩაჭრა დააგროვა. კიდევ ერთი ჩაჭრის შემთხვევაში, ის გახდებოდა მე-12 მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვისაც ასეთი სტატისტიკური ხაზი ექნებოდა.

27 ნოემბერი
შარლოტი-კლივლენდი 90:95
22:23, 30:27, 24:22, 14:23
შ: უოკერი (18), ბატუმი (17+8 მოხსნა), ე. ჯეფერსონი (11), ლემბი (11+8 მოხსნა), მარვ. უილიამსი (10).
კ: ჯეიმსი (25+13 მოხსნა), ლავი (18+16 მოხსნა), რ. ჯეფერსონი (13), სმიტი (11), ტომპსონი (7+12 მოხსნა).

ორლანდო-მილუოკი 114:90
22:22, 27:21, 37:22, 28:25
ო: პეიტონი (22+10 პასი), ჰარისი (19), ოლადიპო (17+9 მოხსნა), ფურნიე (17).
მ: ანტენტოკუნმპო (17), ბეილესი (17), მიდსტონი (15).

ბოსტონი-ვაშინგტონი 111:78
29:18, 25:18, 25:20, 32:22
ბ: ტომასი (21), სალინჯერი (18+15 მოხსნა), კრაუდერი (17), ბრედლი (16), ლი (12), ოლინიკი (12).
ვ: დადლი (19), ბილი (16), უოლი (10).

ნიუ იორკი-მაიამი 78:97
27:26, 22:24, 14:24, 15:23
ნ-ი: ენტონი (11), პორზინგისი (11+8 მოხსნა), სერაფინი (10).
მ: გრინი (25), ბოში (20), უეიდი (17), უაიტსაიდი (6+14 მოხსნა+6 დაფარება).
ინდიანა-ჩიკაგო 104:92
30:18, 21:24, 21:21, 32:29
ი: ჯორჯი (33+8 მოხსნა), სი ჯეი მაილსი (16), მაინმი (15+9 მოხსნა), ელისი (14), ალენი (12+10 მოხსნა).
ჩ: მიროტიჩი (25+7 მოხსნა), ბატლერი (16), ჰაინრიხი (11), როუზი (10).

ჰიუსტონი-ფილადელფია 116:114
30:19, 26:30, 35:31, 25:34
ჰ: ჰარდენი (50+9 მოხსნა+8 პასი), ჰოვარდი (14+13 მოხსნა), კაპელა (13+10 მოხსნა), არიზა (12).
ფ: კოვინგტონი (28+8 ჩაჭრა+7 მოხსნა), კანაანი (23), გრანტი (18), ოკაფორი (11), ტომპსონი (10).

მემფისი-ატლანტა 101:116
36:29, 22:24, 24:32, 19:31
მ: კონლი (16+9 პასი), ბარნსი (15), ლი (14), კარტერი (14), მ. გასოლი (13+8 მოხსნა), გრინი (11+7 მოხსნა).
ა: მილსეპი (23+14 მოხსნა), ტიგი (20+7 პასი), ჰორფორდი (16), ბეიზმორი (14), კორვერი (13), მუსკალა (11).

ოკლაჰომა-დეტროიტი 103:87
29:31, 19:24, 28:16, 27:16
ო: დურანტი (34+13 მოხსნა), იბაკა (14), უესტბრუკი (14), კანტერი (14).
დ: მარკუს მორისი (17), დრამონდი (15+7 მოხსნა), ჯექსონი (15), კოლდუელ-პოუპი (11).

დენვერი-სან ანტონიო 80:91
16:16, 26:30, 17:24, 21:21
დ: გალინარი (16+10 მოხსნა), ბარტონი (12+9 მოხსნა), ნელსონი (12).
ს-ა: ლეონარდი (25+7 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება+4 ჩაჭრა), პარკერი (13), სიმონსი (12).

ფინიქსი-გ. სტეიტი 116:135
27:44, 30:31, 24:28, 35:32
ფ: უორენი (28), ნაითი (21), ბლედსოუ (21+7 პასი), მარკიფ მორისი (11), ტელეტოვიჩი (10).
გ-ს: კარი (41+8 პასი), ბარბოზა (21), ტომპსონი (15), გრინი (14+10 მოხსნა+10 პასი).

საკრამენტო-მინესოტა 91:101
28:29, 19:24, 21:22, 23:26
ს: ბელინელი (17), რონდო (16+16 პასი), კუფოსი (16+13 მოხსნა), კასპი (15).
მ: უიგინსი (22), ლავინი (19+8 მოხსნა), მუჰამედი (15), მილერი (12).

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 111:90
28:18, 35:24, 27:30, 21:18
კ: რედიკი (20), გრიფინი (20), პოლი (17+8 პასი), სტივენსონი (10), ჯორდანი (8+11 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (17), გორდონი (16), სმიტი (15+10 პასი), დუგლასი (11).
28 ნოემბერი

ვაშინგტონი-ტორონტო 82:84
23:16, 22:23, 23:23, 14:22
ვ: ბილი (20), უოლი (18), გორტატი (16+10 მოხსნა).
ტ: ლოური (27), დეროზანი (23).

კლივლენდი-ბრუკლინი 90:88
17:24, 27:26, 25:18, 21:20
კ: ჯეიმსი (26), ლავი (26), მ. უილიამსი (14).
ბ: ლოპესი (22), ჯონსონი (17), იანგი (16+12 მოხსნა).

დალასი-დენვერი 92:81
22:25, 26:27, 25:5, 19:24
დალ: დ. უილიამსი (22), ფაჩულია (16+12 მოხსნა), ნოვიცკი (13).
დენ: არტური (16), ბარტონი (14), გალინარი (12).

სან ანტონიო-ატლანტა 108:88
23:25, 31:12, 26:22, 28:29
ს-ა: ლეონარდი (22), ოლდრიჯი (13), მილსი (13), დანკანი (10+18 მოხსნა).
ა: სკოტი (12), ბეიზმორი (11), ჰორფორდი (10).

იუტა-ნიუ ორლეანი 101:87
23:16, 25:23, 28:21, 25:27
ი: ბერკსი (21), ჰეივორდი (17), ჰუდი (16).
ნ-ო: დევისი (36+11 მოხსნა), სმიტი (13).

პორტლენდი-ლეიკერსი 108:96
34:21, 26:25, 24:30, 24:20
პ: ლილარდი (29), მაკალუმი (28).
ლ: ბრაიანტი (21), კლარკსონი (19), რენდლი (16).

გ. სტეიტი-საკრამენტო 120:101
30:29, 26:17, 36:25, 28:30
გ-ს: კარი (19), რაში (16), ტომპსონი (15), გრინი (13+11 მოხსნა+12 პასი), სპეიტსი (13), ეზელი (11+11 მოხსნა).
ს: კარი (20), კუფოსი (14), კასპი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული