NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარომანია და რეკორდები გრძელდება

AutoSharing Option
ისევ გვიწევს "გოლდენ სტეიტზე" ლაპარაკი, რადგან შეუძლებელია გვერდი აუარო მოქმედი ჩემპიონის ფენომენალურ მიღწევებს.

"ბრუკლინის" დამარცხების შემდეგ, ლუკ უოლტონის შეგირდებმა არა მხოლოდ გააგრძელეს სეზონის სტარტზე თავიანთი სერია (22 მოგება), არამედ ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგეს სტუმრად, რაც ლიგის რეკორდის გამეორებაა, რომელიც 1969 წელს "ნიუ იორკ ნიქსმა" დაამყარა. და კიდევ, "გოლდენ სტეიტმა" ამ სეზონში ყველა შეხვედრაში მინიმუმ 100 ქულა დააგროვა.

სტივენ კარიმ ვერ შეძლო ზედიზედ მესამე მატჩში 40 ქულით დაგროვება და "მხოლოდ" 28 ქულით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, მან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.
გასული სეზონის MVP-მ ალან ჰიუსტონს გაუსწრო და ახლა, 30-ე ადგილზე მყოფ მიტჩ რიჩმონდამდე 19 ზუსტი სამქულიანი აშორებს. სხვათა შორის, კარიმ უკვე მე-17 მატჩში შეძლო მეტოქის კალათში მინიმუმ 25 ქულის ჩაგდება.

* * *
გუშინდელი დღის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა ჯეფ გრინი. "მემფის გრიზლისი" ახლოს იყო იმასთან, რომ "ფინიქსთან" მატჩის ბოლოს გაენიავებინა ექვსქულიანი უპირატესობა. ყველაფერი 0.8 წამში გადაწყდა, როცა კორტნი ლიმ პირდაპირ გვერდითი ხაზიდან შეასრულა "ალეი-უპი" გრინზე, რომელმაც ეფექტურად ჩატენა ბურთი და თავის გუნდს ბაზერ-ბიტერით მოაგებინა.

მეორე გმირი იყო დალასელი უესლი მეტიუზი. მან "ვაშინგტონის" წინააღმდეგ 36 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. ამასთან, მის ანგარიშზე 10 ზუსტი სამქულიანი მოდის, რაც "მავერიქსის" საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

ამასობაში, რასელ უესტბრუკმა სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი). თავისი უნივერსალური თამაშის წყალობით, "ოკლაჰომას" გამთამაშებელი მეოთხეა ლიგაში შედეგიანობის მხრივ, მეორე პასების რაოდენობით და ასევე მეორე - ჩაჭრების მაჩვენებლით. უესტბრუკის "ოკლაჰომას" გაუჭირდა "საკრამენტოს" დამარცხება.

მატჩის ბედი საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე გადაწყდა, როცა "თანდერის" ცენტრმა შეცდომა დააშვებინა "კინგზის" ლიდერს რუდი გეის, რის შემდეგაც, კევინ დურანტმა შეხვედრა ორი ზუსტი საჯარიმოთი დახურა. სხვათა შორის, სამმაგი დუბლი "დურანტულამაც" შეასრულა, ოღონდ ქულებისა და მოხსნების გარდა, ათი ერთეული შეცდომებში შეაგროვა.

* * *
"ბრუკლინ ნეტსის" მთავარი მწვრთნელის ლაიონელ ჰოლინზის ბედი გარკვეულია. ამ სპეციალისტს მაშინვე დაატოვებინებენ თანამდებობას, როგორც კი კლუბის ხელმძღვანელობა შესაფერის შემცვლელს იპოვნის. 2015-16 წლების სეზონის სტარტზე, "ბრუკლინმა" 20 მატჩში მხოლოდ 5 გამარჯვებას მიაღწია და ბოლოსწინა ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

62 წლის ჰოლინზმა "ბრუკლინი" 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა და კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ სეზონში "ნეტსი" პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველ რაუნდში "ატლანტასთან" დამარცხდა.

მემფისი-ფინიქსი 95:93
20:16, 23:25, 24:27, 28:25
მ: მ. გასოლი (22+8 მოხსნა), ლი (18+6 პასი), კონლი (12+6 პასი), ჩელმერსი (11), გრინი (10), რენდოლფი (10+9 მოხსნა).
ფ: ბლედსოუ (23+7 მოხსნა+6 პასი), ნაითი (17), ტელეტოვიჩი (14), ლენი (12+7 მოხსნა), ლოუერი (10+11 მოხსნა).

ბრუკლინი-გ. სტეიტი 98:114
16:30, 38:27, 26:30, 18:27
ბ: იანგი (25+14 მოხსნა), ლოპესი (18+8 მოხსნა), ლარკინი (13+6 პასი), ჯეკი (11).
გ-ს: კარი (28), გრინი (22+9 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (21), ეზელი (12+4 დაფარება), ბარბოზა (11).

დეტროიტი-ლეიკერსი 111:91
32:19, 33:23, 25:23, 21:26
დ: კოლდუელ-პოუპი (22), ჯექსონი (20+6 პასი), დრამონდი (18+15 მოხსნა), ტოლივერი (9+13 მოხსნა).
ლ: უილიამსი (21), რენდლი (15+11 მოხსნა), რასელი (12).

ვაშინგტონი-დალასი 104:116
28:29, 30:26, 26:32, 20:29
ვ: უოლი (28+10 პასი+5 ჩაჭრა), ბილი (21), ნილი (18), პორტერი (15+11 მოხსნა).
დ: მეტიუზი (36), ნოვიცკი (19), უილიამსი (11+7 მოხსნა+9 პასი), ფელტონი (11+10 მოხსნა+6 პასი), ფაჩულია (10+7 მოხსნა), ვილანუევა (10).

ოკლაჰომა-საკრამენტო 98:95
28:25, 23:23, 25:16, 22:31
ო: დურანტი (20+10 მოხსნა), უესტბრუკი (19+11 მოხსნა+10 პასი), კანტერი (14+10 მოხსნა), იბაკა (12+7 მოხსნა), ადამსი (6+12 მოხსნა), უეიტერსი (10).
ს: გეი (20+7 მოხსნა), კოლისონი (16), ბელინელი (16), კაზინსი (13+10 მოხსნა), კასპი (11), კუფოსი (10), რონდო (7+9 მოხსნა+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივენ კი არა სტეფან კარი. ვაახ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული