მასპინძლებმა პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შემდეგ თანდათან ზრდიდნენ სხვაობას, რომელმაც ერთხელ 30 ქულას მიაღწია."შარლოტის" რიგებში 10 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დააგროვა ნიკოლა ბატუმმა. ფრანგს სამმაგი დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 28 წუთი დასჭირდა. ეს ტრიპლ-დაბლი მეხუთეა ბატუმის კარიერაში.
"ჰოუსტონმა" გასვლაზე გამარჯვებას მიაღწია "ვაშინგტონთან". სტუმრები მეორე მეოთხედის სტარტზე 15 ქულას იგებდნენ, მაგრამ თანდათან ხელიდან გაუშვეს თამაშის სადავეები და მეტოქეს ექვსი ქულით წინ გასვლის
არასტაბილურია "ჩიკაგო". ამ გუნდის რიგებში გუშინ გაიბრწყინა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც 36 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, თუმცა "ხარებს" ამან ვერ უშველა "ბოსტონის" წინააღმდეგ - 100:105. ისევ სუსტად გამოიყურება "ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი. მან მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და რაც მთავარია, ზედიზედ 25 მატჩია ვერ ახერხებს ტყორცნების გამოყენების 50-პროცენტიან ზღვრამდე მისვლას. სხვათა შორის, როუზს ერთი მატჩით ჩამორჩება "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი.
გუშინდელი მატჩებიდან უნდა გამოვყოთ "სან ანტონიოს" წაგება სტუმრად "ტორონტოსთან". კანადელებმა თავიდანვე მოახერხეს წინ გასვლა და მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს არ უშვებდნენ. "სპურსმა" მაინც შეძლო სიტუაციის დაძაბვა ბოლო წამებზე, მაგრამ "ტორონტომ" გაძლო - 97:94.
* * *
"შარლოტ ჰორნეტსის" ცენტრი ელ ჯეფერსონი რეგულარული ჩემპიონატის ხუთი მატჩით არის დისკვალიფიცირებული ანტინარკოტიკული პროგრამის წესების დარღვევისთვის. ოფიციალურად ცნობილი არ არის - რომელი ნარკოტიკი მიიღო 30 წლის კალათბურთელმა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარკია მარიხუანაზე.
სასჯელი მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა ჯეფერსონი მწყობრში ჩადგება და მზად იქნება სათამაშოდ. ამ მომენტისთვის ცენტრი ტრავმირებულია და დაახლოებით ორ-სამ კვირას გამოტოვებს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ის 2015 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.
"შარლოტმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო საკუთარი კალათბურთელის მოქმედება. მოგვიანებით, ჯეფერსონმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში კლუბს, მის მფლობელს მაიკლ ჯორდანს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს. მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 13.7 ქულა და 6.4 მოხსნა დააგროვა.
ბოსტონი-ჩიკაგო 105:100
24:24, 27:30, 24:21, 30:25
ბ: ტომასი (20), ოლინიკი (15), ტერნერი (13+7 პასი), კრაუდერი (13), ლი (12), ჯონსონი (12), ბრედლი (10), სალინჯერი (10+16 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (36+7 მოხსნა), პ. გასოლი (16+15 მოხსნა), როუზი (12+6 პასი), მაკდერმოტი (11+7 მოხსნა), მიროტიჩი (10).
შარლოტი-მაიამი 99:81
27:17, 29:19, 24:18, 19:27
შ: უოკერი (18+5 ჩაჭრა), მარვ. უილიამსი (18), ბატუმი (10+11 მოხსნა+11 პასი), დემბი (10).
მ: ჯონსონი (20), გრინი (11), უეიდი (11).
ვაშინგტონი-ჰიუსტონი 103:109
17:30, 30:26, 36:26, 20:27
ვ: უოლი (26+9 მოხსნა+12 პასი), გორტატი (18+13 მოხსნა), ბილი (15), პორტერი (13), დადლი (10).
ჰ: ჰარდენი (42+9 მოხსნა+7 პასი), ბრიუერი (15+7 მოხსნა), ბევერლი (14), კაპელა (10).
დეტროიტი-მემფისი 92:93
17:24, 30:19, 27:24, 18:26
დ: ჯექსონი (18+7 პასი), დრამონდი (18+19 მოხსნა), მორისი (16), ბლეიკი (11).
მ: რენდოლფი (21+16 მოხსნა), მ. გასოლი (19+12 მოხსნა), ლი (14), კონლი (11+8 პასი), ბარნსი (8+11 მოხსნა).
ტორონტო-სან ანტონიო 97:94
27:21, 26:25, 20:16, 24:32
ტ: დეროზანი (28+6 პასი), ლოური (19+8 პასი), სკოლა (16+8 მოხსნა), ბიიომბო (10+7 მოხსნა), პატერსონი (10).
ს-ა: ჯინობილი (17), ოლდრიჯი (13+7 მოხსნა), უესტი (10).
მილუოკი-კლიპერსი 95:109
26:25, 22:22, 20:28, 27:34
მ: კარტერ-უილიამსი (20+11 პასი), მონრო (16+10 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (15), მაიო (14+8 პასი), პარკერი (10).
კ: რედიკი (31), გრიფინი (21+14 მოხსნა), პოლი (18+18 პასი), ჯორდანი (9+19 მოხსნა).
მინესოტა-ლეიკერსი 123:122 (ო)
35:32, 24:25, 25:24, 30:33, 9:8
მ: მარტინი (37), თაუნსი(26+14 მოხსნა), უიგინსი (19), მუჰამადი (15), რუბიო (5+9 მოხსნა+12 პასი).
ლ: რასელი (23), რენდლი (20+12 მოხსნა), უილიამსი (19+7 მოხსნა), კლარკსონი (14), იანგი (13), ბრაიანტი (11).
ფინიქსი-ორლანდო 107:104
21:24, 28:23, 35:26, 23:31
ფ: ნაითი (21+6 ჩაჭრა), ბლედსოუ (21+9 პასი), ლენი (20+14 მოხსნა+3 დაფარება), ლოიერი (15), ტელეტოვიჩი (15), ტაკერი (11+8 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (21+11 მოხსნა), ჰარისი (16), ფურნიე (14), ოლადიპო (14), პეიტონი (12+10 პასი+5 ჩაჭრა).
იუტა-ნიუ იორკი 106:85
29:11, 31:24, 22:24, 24:26
ი: ჰეივორდი (24), ფეივორსი (20+8 მოხსნა), ბერკი (15), ბერკსი (10), ლაილსი (6+10 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (12), ვუიაჩიჩი (10+7 პასი), ამუნდსონი (10).
დალასი-ატალანტა 95:98
23:22, 21:27, 28:27, 23:22
დ: უილიამსი (18+7 მოხსნა+6 პასი), მეტიუზი (17), ნოვიცკი (13+8 მოხსნა), ფელტონი (11), ფაჩულია (11+17 მოხსნა).
ა: მილსეპი (20+11 მოხსნა), ტიგი (14+6 პასი), ჰორფორდი (14+8 მოხსნა), ბეიზმორი (12+8 მოხსნა), შრიოდერი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"