NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდი დამთავრდა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" გამარჯვებათა სერია მილუოკიში შეწყდა. "ბაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა შეძლო საკუთარი შეგირდების სათანადოდ მომზადება, მასპინძლებმა შესანიშნავად ჩაატარეს მეოთხე მეოთხედი და მეტოქეს სიტუაციის გამოსწორების შანსი არ დაუტოვეს.

საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი "მილუოკის" ახალგაზრდა კალათბურთელებმა. ჯაბარი პარკერმა და მაიკლ კარტერ-უილიამსმა, შესაბამისად, 19 და 17 ქულა დააგროვეს, ხოლო იანის ანტენტოკუნმპომ კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, გრეგ მონრომ სამწამიანში არ გააჭაჭანა "უორიორზის" "მაღლები".

მეორეს მხრივ, ისევ არ წაუვიდა სროლა სტივენ კარის (რვიდან მხოლოდ ორი სამქულიანი), ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კლეი ტომპსონი კი
კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, "გოლდენ სტეიტის" სარეკორდო სერია 24 მატჩზე შეწყდა.

შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "მეომრების" მოგებათა სერია 28-ს აღწევდა, რაც მეორე შედეგია 1971-72 წლების სეზონის "ლეიკერსის" (33 მოგება) შემდეგ. საინტერესოა, რომ მაშინ კალიფორნიული კლუბიც "მილუოკიმ" გააჩერა.

"გოლდენ სტეიტის" პირველი მარცხი, გარკვეულ წილად, პროგნოზირებადი იყო. "მეომრებმა" ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი ჩაატარეს, წინა დღეს კი ორი ოვერტაიმი დასჭირდათ "ბოსტონის" დასამარცხებლად. შესაბამისად, გუნდმა, უბრალოდ, ძალების აღდგენა ვერ შეძლო. შესაბამისად, ჩემპიონმა ამ სეზონში პირველად ვერ დააგროვა მატჩში 100 ქულა.

ბრუკლინი-კლიპერსი 100:105
20:28, 24:29, 19:20, 37:28
ბ: იანგი (18), ჯეკი (16+11 პასი), ჯონსონი (15), ბოგდანოვიჩი (15), ლოპესი (14+12 მოხსნა), ბარნიანი (11).
კ: რედიკი (21), გრიფინი (21+9 მოხსნა), პოლი (15+14 პასი), ჯორდანი (12+12 მოხსნა), პირსი (10).

შარლოტი-ბოსტონი 93:98
17:16, 25:22, 27:35, 24:25
შ: ბატუმი (21+8 მოხსნა), უოკერი (16), ლინი (14), ზელერი (12), ჰოიესი (10+8 მოხსნა).
ბ: ბრედლი (23), ტომასი (21+13 პასი), კრაუდერი (16+7 მოხსნა), ტერნერი (10), ლი (10).

დეტროიტი-ინდიანა 118:96
28:29, 37:26, 37:24, 16:17
დ: ჯექსონი (21+9 პასი), ილიასოვა (20), კოლდუელ-პოუპი (18+7 მოხსნა+8 პასი), მორისი (16), ბლეიკი (11), ჯონსონი (11), დრამონდი (8+11 მოხსნა).
ი: ჯორჯ ჰილი (14+8 მოხსნა), ჯორჯი (13), ელისი (11), სტაკი (10).

ატლანტა-სან ანტონიო 78:103
13:22, 12:25, 30:32, 23:24
ა: მილსეპი (22).
ს-ა: ლეონარდი (22+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჯინობილი (17), ოლდრიჯი (13), გრინი (10), დანკანი (4+10 მოხსნა).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 98:94
20:28, 22:17, 22:25, 34:24
ჩ: პ. გასოლი (18+11 მოხსნა), ბრუქსი (17), ბატლერი (15), მაკდერმოტი (12), მიროტიჩი (10+10 მოხსნა), ნოა (10+9 მოხსნა+4 დაფარება).
ნ-ო: ევანსი (22+8 პასი), დევისი (22+13 მოხსნა+4 დაფარება), გორდონი (14), კოული (10+6 პასი).

ჰიუსტონი-ლეიკერსი 126:97
32:25, 31:21, 28:30, 35:21
ჰ: ჰარდენი (30), ჰოვარდი (18+12 მოხსნა), კაპელა (11+10 მოხსნა), ტორნტონი (18), მოტეიუნასი (11).
ლ: ბრაიანტი (25+7 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (15), იანგი (13), რასელი (12), ჰიბერტი (10+7 მოხსნა), რენდლი (7+10 მოხსნა).

დალასი-ვაშინგტონი 111:114
28:26, 22:25, 22:39, 39:24
დ: მეტიუზი (28), ბარეა (21), ნოვიცკი (13), ფელტონი (10+11 მოხსნა+11 პასი), ფაჩულია (10+12 მოხსნა), ჰარისი (10).
ვ: პორტერი (28), უოლი (26+16 პასი), სეშენსი (17+6 პასი), გორტატი (14+12 მოხსნა), დადლი (13+7 მოხსნა).

მილუოკი-გ. სტეიტი 108:95
30:28, 29:20, 21:29, 28:18
მ: მონრო (28+11 მოხსნა), პარკერი (19+7 მოხსნა), მაიო (18), კარტერ-უილიამსი (17+5 ჩაჭრა), ანტენტოკუნმპო (11+12 მოხსნა+10 პასი).
გ-ს: კარი (28+7 მოხსნა), გრინი (24+11 მოხსნა), ეზელი (13+8 მოხსნა), ტომპსონი (12).

პორტლენდი-ნიუ იორკი 110:112
29:21, 27:34, 30:21, 24:36
პ: ლილარდი (29+8 მოხსნა), მაკალუმი (22), კრები (17), ამინუ (11).
ნ-ი: ენტონი (37), აფლალო (15), ლოპესი (14+7 მოხსნა), ო’ქუინი (14+7 მოხსნა), ტომასი (13), უილიამსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული