NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰოვარდი "ჰიუსტონიდან" გარბის

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით გუნდში. სუპერმენმა" საკუთარი განწყობა "საკრამენტოსთან" მატჩის შემდეგ გამოხატა.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის კალათბურთელი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ გუნდის მეორე ლიდერის ჯეიმს ჰარდენის ჩრდილში იმყოფება. აქედან გამომდინარე, აქტიურად ვრცელდება ჭორები ჰოვარდის სავარაუდო გაცვლის შესახებ. კალათბურთელის ხელში ჩაგდების ერთ-ერთ კანდიდატად "მაიამი ჰიტი" სახელდება.

"ჰიუსტონმა" "საკრამენტოსთან" გუშინდელი მატჩი 97:107 წააგო. ჰარდენმა 28 ტყორცნა შეასრულა, იმ დროს, როცა ჰოვარდმა მხოლოდ ცხრაჯერ შეუტია მეტოქის ფარს.

მიმდინარე სეზონში დუაიტის საშუალო სტატისტიკა 13 ქულას, 12 მოხსნასა და 1.8
დაფარებას შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული