აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ვაშინგტონ უიზარდსის" ცენტრი მარცინ გორტატი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. პოლონელმა საშუალოდ 21.3 ქულა, 11.7 მოხსნა და 1.67 დაფარება დააგროვა. გორტატმა სამიდან ორ შეხვედრაში მიითვალა ორმაგი დუბლი.
დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტი თანდერის" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. უესტბრუკის ანგარიშზე საშუალოდ 28.9 ქულა, 7.3 მოხსნა, 8.8 შედეგიანი პასი და 3.0 ჩაჭრა მოდის. უესტბრუკმა ორ მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი და "დენვერის" წინააღმდეგ
გორტატის კვირა
21 დეკემბერი. ვაშინგტონი-საკრამენტო 113:99. 27 ქულა, 16 მოხსნა, 4 დაფარება.
23 დეკემბერი. ვაშინგტონი-მემფისი 100:91. 12 ქულა, 12 მოხსნა.
26 დეკემბერი. ბრუკლინი-ვაშინგტონი 96:111. 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი.
უესტბრუკის კვირა
21 დეკემბერი. კლიპერსი-ოკლაჰომა 99:100. 33 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.
23 დეკემბერი. ლეიკერსი-ოკლაჰომა 85:120. 23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.
25 დეკემბერი. ოკლაჰომა-ჩიკაგო 96:105. 26 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა, 6 ჩაჭრა.
27 დეკემბერი. ოკლაჰომა-დენვერი 122:112. 30 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ:
ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), ჯერი კრაუდერი ("ბოსტონი"), დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), სი ჯეი მაკალუმი ("პორტლენდი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"