NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნულქულიანი დანკანი

AutoSharing Option
უცნაური ამბავი შეემთხვა გუშინ, "ჰიუსტონთან" მატჩში "სან ანტონიო სპურსის" 39 წლის ლიდერს ტიმ დანკანს. ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერაში პირველად ვერ შეძლო ქულის აღება.

ცენტრმა თითქმის 14 წუთი გაატარა მოედანზე, სამჯერ ისროლა თამაშიდან და ყველა ააცილა. მან შეხვედრა ოთხი მოხსნითა და 2 შედეგიანი პასით დაასრულა. მატჩი "სან ანტონიომ" 121:103 მოიგო.

* * *
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ ისევ დაიზიანა მარცხენა ფეხი "დენვერთან" გუშინდელ მატჩში. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა გასული სეზონის MVP-მ ბოლო ორი შეხვედრა "დალასთან" და "ჰიუსტონთან".

კარი "დენვერთან" მატჩში
სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მეორე მეოთხედის ბოლოს ტრავმა მიიღო და ვერ შეძლო შეხვედრის გაგრძელება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მცველი "შარლოტთან" თამაშს.

"ფეხში ჩამარტყეს, - განაცხადა ESPN-თან კომენტარში კარიმ. - თან ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ცოტა ხნის წინათ მტკიოდა. ახლა, ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიგრძნობ თავს ხვალ. საქმე ისე ცუდად არ არის, როგორც პირველ ჯერზე, მაგრამ სიტუაცია მაინც არასახარბიელოა".

* * *
იმავე "გოლდენ სტეიტისა" და "დენვერის" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო "დენვერის" ლიდერმა კენეტ ფარიდმა, რომელიც, შესაძლოა, დიდი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

ოვერტაიმის ბოლოს, მორის სპეიტსმა ზურგში უბიძგა ხელი ფარიდს, რომელიც პარტნიორ უილ ბარტონს შეეჯახა, დაეცა და კისრის ტრავმა მიიღო. ექიმები 26 წლის კალათბურთელს 10 წუთი უწევდნენ დახმარებას, რის შემდეგაც ფიქსატორი დაადეს და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ექიმებს ხერხემლის მოტეხილობაზე აქვთ ეჭვი. ჯერჯერობით, ფორვარდის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ არის.

მიმდინარე სეზონში "დენვერის" ფორვარდმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 12.6 ქულა და 9.0 მოხსნა დააგროვა.

ბოსტონი-ბრუკლინი 97:100
29:31, 26:25, 16:25, 26:19
ბოს: ტომასი (24+6 პასი), კრაუდერი (16+7 მოხსნა), ტერნერი (12+7 მოხსნა), სმარტი (11), ჯონსონი (7+11 მოხსნა).
ბრუკ: ლოპესი (30+13 მოხსნა), ჯონსონი (20), იანგი (16+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13).

საკრამენტო-ფინიქსი 142:119
31:18, 28:35, 44:34, 39:32
ს: კაზინსი (32+9 მოხსნა), კოლისონი (21+6 პასი), ბელინელი (19), გეი (16), რონდო (15+15 პასი), კასპი (13+7 მოხსნა).
ფ: ნაითი (23), ბუკერი (21), უორენი (19), ტელეტოვიჩი (13), ლოიერი (11), პრაისი (10).

შარლოტი-ოკლაჰომა 90:109
22:34, 32:32, 22:21, 14:22
შ: უოკერი (32), ლინი (15), ჰეირსტონი (10).
ო: დურანტი (29+11 მოხსნა+4 დაფარება), უესტბრუკი (16+7 პასი), იბაკა (14+4 დაფარება), მოროუ (12), კანტერი (12), უეიტერსი (10).

ინდიანა-დეტროიტი 94:82
24:20, 17:22, 23:17, 30:23
ი: ჯორჯი (32+14 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (18), ელისი (14).
დ: კოლდუელ-პოუპი (16+10 მოხსნა), ჯექსონი (12), ილიასოვა (12+7 მოხსნა), მორისი (11), დრამონდი (11+18 მოხსნა), ბეინსი (10).

კლივლენდი-ორლანდო 104:79
29:13, 26:19, 26:21, 23:26
კ: ჯეიმსი (29), ირვინგი (13), ლავი (10+13 მოხსნა), ტომპსონი (10+12 მოხსნა), ჯონსი (10).
ო: გორდონი (11+7 მოხსნა), ნაპიერი (10), ჰეზონია (10).

მინესოტა-მილუოკი 85:95
28:15, 19:29, 23:28, 15:23
მინ: უიგინსი (19), რუბიო (14+7 პასი), მუჰამადი (12), თაუნსი (8+10 მოხსნა).
მილ: მონრო (19+10 მოხსნა), ჰენსონი (15), მიდლტონი (13), ბეილესი (13), პარკერი (12), ანტენტოკუნმპო (11+9 მოხსნა).

დალასი-ნიუ ორლეანი 98:105
25:26, 22:22, 19:26, 32:31
დ: ნოვიცკი (24), მეტიუზი (18), ფაჩულია (14+9 მოხსნა), ფელტონი (13), უილიამსი (11), ბარეა (10+7 მოხსნა).
ნ-ორლ: დევისი (31+14 მოხსნა), ჰოლიდეი (20), ანდერსონი (16+8 მოხსნა), კოული (16+12 მოხსნა), გორდონი (16).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 121:103
29:27, 31:28, 36:17, 25:31
ს-ა: ოლდრიჯი (24+9 მოხსნა), ლეონარდი (22), დიაო (20+8 მოხსნა), გრინი (18), უესტი (10), პარკერი (2+10 პასი).
ჰ: ჰოვარდი (22+12 მოხსნა), ჰარდენი (17), ბრიუერი (11), ბევერლი (10+7 პასი), არიზა (10).

იუტა-მემფისი 92:87 (ო)
28:25, 18:20, 20:24, 18:15, 8:3
ი: ჰუდი (32+8 მოხსნა), ჰეივორდი (14), უიტი (12+10 მოხსნა+4 დაფარება).
მ: მ. გასოლი (20+7 მოხსნა), ლი (17), კონლი (15), ალენი (13+8 მოხსნა), გრინი (6+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-დენვერი 111:108 (ო)
37:13, 26:34, 27:30, 12:25, 9:6
გ-ს: გრინი (29+17 მოხსნა+14 პასი), ტომპსონი (26+7 მოხსნა), კლარკი (15).
დ: გალინარი (24), ბარტონი (21+13 მოხსნა+7 პასი), ნელსონი (20+8 მოხსნა+7 პასი), ფარიდი (15+12 მოხსნა), არტური (12), ჰარისი (11).

კლიპერსი-ფილადელფია 130:99
31:29, 38:23, 34:22, 27:25
კ: რივერსი (26), ჯორდანი (22+13 მოხსნა), რედიკი (16), პოლი (15+14 პასი), კროუფორდი (13), ჯონსონი (12).
ფ: ოკაფორი (23), სტაუსკასი (18), ნოელი (13+8 მოხსნა), ლენდრი (11), სმიტი (4+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერიც არ სჭირს ფარიდს და ითამაშა კიდეც გუშინ. :)
Teimuraz
13:31 04-01-2016
0
რა დებილი ხალხია. აზრზე არ არიან. სტივენ კი არა სტეფან კარი.
goga
04:04 04-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული