NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მეომრების ახალი რეკორდი

AutoSharing Option
რეგულარულ ჩემპიონატში 37-ე მატჩი ჩაატარა "გოლდენ სტეიტმა" და 35-ე გამარჯვებას მიაღწია. ეს არის საუკეთესო შედეგი სასტარტო 37 მატჩის შემდეგ.

"მეომრებმა" სტუმრად დაამარცხეს "საკრამენტო" - 128:116. ეს გამარჯვება შესაძლებელი გახდა სამქულიანების კარგი რეალიზაციის წყალობით. სტუმრებმა შორეული ტყორცნების 51.4 პროცენტი მოათავსეს კალათში - 37-დან 19. აქედან რვა ზუსტი სამქულიანი სტივენ კარიზე მოდის, რომელმაც 38 ქულითა და 11 შედეგიან პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს არის მეშვიდე მატჩი კარისთვის სეზონში, როცა მან მინიმუმ რვა შორეული ტყორცნის რეალიზება შეძლო.

* * *
გუშინ, შეწყდა "ჩიკაგოს"
ხუთმატჩიანი მოგებათა სერია. "ხარების" დამარცხება საკუთარ მოედანზე "ატლანტამ" შეძლო - 120:105. სტუმრებმა მესამე მეოთხედში მოახერხეს სხვაობის სამ ქულამდე შემცირება, მაგრამ საბოლოოდ ინიციატივის მოპოვება ვერ შეძლეს და "ჰოქსმა" გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე.

ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო "ლოს ანჯელეს კლიპერსმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე სძლია "შარლოტს" - 97:83, არადა, დოკ რივერსის გუნდი კვლავაც ბლეიკ გრიფინის გარეშე თამაშობს. მეორე მეოთხედის შუაში კალიფორნიელთა უპირატესობამ შვიდ ქულას მიაღწია, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის მოპოვება და წინ გასვლა.

თუმცა გადამწყვეტ მეოთხედში "კლიპერსი" შეუჩერებელი იყო - კალიფორნიელებმა 12-წუთეული 14 ქულით მოიგეს.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ლამარ ოდომი საავამდყოფოდან გამოწერეს და კერძო სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.

ყოფილი კალათბურთელის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, ოდომი საავადმყოფოდან ორი კვირის წინ გაწერეს. ლამარის ოჯახი კმაყოფილია სპორტსმენის გამოსწორებით, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ექიმებმა განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის უმჯობესდება კალათბურთელის ტვინის ფუნქცია. ადრე, ოდომი საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ ცნობდა.

კლიპერსი-შარლოტი 97:83
27:18, 16:28, 27:18, 27:19
კ: პოლი (25+7 მოხსნა+7 პასი), კროუფორდი (19), რედიკი (17), ჯორდანი (11+19 მოხსნა+4 დაფარება).
შ: ლინი (26), ლემბი (18+13 მოხსნა), უოკერი (11), ზელერი (6+13 მოხსნა).

ატლანტა-ჩიკაგო 120:105
30:19, 34:32, 25:32, 31:22
ა: ჰორფორდი (33+10 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), მილსეპი (18+8 მოხსნა+6 დაფარება), სკოტი (14), შრიოდერი (13+8 პასი), კორვერი (13), ტიგი (12+6 პასი).
ჩ: ბატლერი (27+8 მოხსნა), მიროტიჩი (24+10 მოხსნა), როუზი (17), პ. გასოლი (10+7 მოხსნა), გიბსონი (10).

ორლანდო-ვაშინგტონი 99:105
17:27, 32:33, 21:25, 29:20
ო: ვუჩევიჩი (23+9 მოხსნა), ოლადიპო (17), ფრაი (12), ფურნიე (11), ჰარისი (11), გორდონი (10+10 მოხსნა).
ვ: უოლი (24+10 პასი), დადლი (16), პორტერი (16), ნილი (16), გორტატი (12+10 მოხსნა), ტემპლი (11).

დეტროიტი-ბრუკლინი 103:89
33:23, 23:23, 16:20, 31:23
დ: ჯექსონი (23+8 პასი), დრამონდი (23+11 მოხსნა), ილიასოვა (19+13 მოხსნა), ტოლივერი (10).
ბ: ლოპესი (19+7 მოხსნა), სლოუნი (15+10 პასი), ჯონსონი (14), იანგი (12+9 მოხსნა).

ფილადელფია-ტორონტო 95:108
26:25, 18:32, 25:18, 26:33
ფ: სმიტი (28), ოკაფორი (19), ლენდრი (11).
ტ: ლოური (25), დეროზანი (19+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (17+9 მოხსნა), როსი (16), პატერსონი (11).

იუტა-მაიამი 98:83
19:29, 26:20, 27:19, 26:15
ი: ჰეივორდი (34), ჯონსონი (14), ნეტო (13), ბერკი (11), ლაილსი (3+10 მოხსნა).
მ: ბოში (24+7 მოხსნა), დრაგიჩი (16), გრინი (13), უაიტსაიდი (10+11 მოხსნა+4 დაფარება).

საკრამენტო-გ. სტეიტი 116:128
27:26, 31:34, 26:36, 32:32
ს: კაზინსი (33+10 მოხსნა), გეი (23+9 მოხსნა), კოლისონი (16+6 პასი), ბელინელი (13), კოული-სტაინი (10), რონდო (4+12 პასი).
გ-ს: კარი (38+11 პასი), გრინი (25+9 მოხსნა), ტომპსონი (15+6 პასი), იგუოდალა (13), რაში (11), ბარნსი (10), ბოგუტი (2+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივენ კარი კი არა სტეფ კარი, ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული