NBA. რეგულარული ჩემპიონატი. "კლივლენდი" გაძლიერებაზე მუშაობს

AutoSharing Option
"კლივლენდმა" და "ორლანდომ" გაცვლა განახორციელეს, რომლის მიხედვითაც, "კავალიერზის" მცველი ჯო ჰარისი კარიერას "მეჯიქში" გააგრძელებს. გარდა ამისა, "ორლანდომ" მიიღო 2017 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლება და გარკვეული თანხა. "კლივლენდს" კი ერგო 2020 წლის დრაფტზე არჩევის უფლება.

ჰარისმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 0.6 ქულა დააგროვა.

ახლა, "კლივლენდს" გამოუნთავისუფლდა ერთი ადგილი განაცხადში. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა GQ-ში 34 წლის კარლოს ბუზერთან გამოქვეყნებული ინტერვიუ. ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტია და ჯერაც ვერ იპოვნა ახალი კლუბი. და ამ ინტერვიუში, NBA-ის ყოფილმა
ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ახლოს არის "კლივლედთან" კონტრაქტის გაფორმებასთან.

ტრავმიანი დღე
გუშინ, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე უიღბლო აღმოჩნდა რამდენიმე კალათბურთელისთვის.

კერძოდ, ვერ შეძლო "ნიუ ორლეანთან" მატჩის დასრულება "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანმა კობი ბრაიანტმა. მან მოედანზე მხოლოდ 16 წუთი დაჰყო, რომლის დროსაც ექვსი ქულა და სამი მოხსნა მიითვალა. მცველმა მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო და თამაში აღარ გაუგრძელებია. "ლეიკერსის" წარმომადგენელთა თქმით, ტრავმა სერიოზული არ არის და ბრაიანტი ითამაშებს "გოლდენ სტეიტთან" შემდეგ შეხვედრაში.

ასევე ვერ დაასრულა გუშინდელი შეხვედრა "ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ, რომელმაც კომიკურ სიტუაციაში დაიზიანა ფეხი. პირველი მეოთხედის ბოლოს, ფორვარდმა აქილევსის მყესი დაიჭიმა იმ დროს, როცა ფეხზე დააბიჯა შეხვედრის არბიტრს სტივ ანდერსონს. კარმელომ მესამე მეოთხედის დასაწყისში მიატოვა შეხვედრა და მოედანზე აღარ დაბრუნებული. ESPN-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებამ სერიოზული დაზიანება არ დააფიქსირა.

დაბოლოს, ასევე ვერ მიიყვანა ბოლომდე თამაში "ჩიკაგოს" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა. "მილუოკის" წინააღმდეგ ყოფილმა MVP-მ მუხლი დაიზიანა და მეოთხე მეოთხედში ვერ ითამაშა. თუმცა თავად როუზის თქმით, შემაშფოთებელი არაფერია და არც აპირებს სამედიცინო შემოწმების გავლას.

ინდიანა-ფინიქსი 116:97
25:19, 27:23, 28:34, 36:21
ი: ჯორჯი (21+7 მოხსნა), ჰილი (20), მაილსი (19+8 მოხსნა), ელისი (14+7 პასი+4 ჩაჭრა), მაინმი (10+5 მოხსნა).
ფ: ტელეტოვიჩი (19), ბუკერი (19), მორისი (16+9 მოხსნა), გუდვინი (12), უორენი (10), ტაკერი (5+10 მოხსნა).

დეტროიტი-სან ანტონიო 99:109
25:24, 19:29, 22:28, 33:28
დ: კოლდუელ-პოუპი (25), დრამონდი (17+10 მოხსნა), ბეინსი (15+9 მოხსნა), ჯექსონი (10+11 პასი).
ს-ა: პარკერი (31), ოლდრიჯი (22+13 მოხსნა), ჯინობილი (15), დანკანი (14+9 მოხსნა), დიაო (12).

ნიუ იორკი-ბოსტონი 120:114
36:27, 23:22, 26:32, 35:33
ნ-ი: პორზინგისი (26), აფლალო (24), ენტონი (17), გრანტი (16+8 პასი), ლოპესი (15), უილიამსი (15+10 მოხსნა).
ბ: ტომასი (34+8 პასი), კრაუდერი (21+8 მოხსნა), სალინჯერი (14+7 მოხსნა), ჯონსონი (11), ბრედლი (10).

მემფისი-ჰიუსტონი 91:107
24:22, 20:29, 25:21, 22:35
მ: მ. გასოლი (20), ალენი (17+7 მოხსნა), ლი (16), ჩელმერსი (10+9 პასი), კარტერი (10), რენდოლფი (10+9 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (25), ჯონსი (20), ჰოვარდი (17+14 მოხსნა), არიზა (10), ტორნტონი (16).

მილუოკი-ჩიკაგო 106:101
20:29, 26:22, 28:26, 32:24
მ: ანტენტოკუნმპო (29+10 მოხსნა), მონრო (17+12 მოხსნა), მიდლტონი (16+9 პასი), პარკერი (16), კარტერ-უილიამსი (11+6 პასი).
ჩ: ბატლერი (30+8 მოხსნა+6 პასი), მიროტიჩი (17), სნელი (17+7 მოხსნა), პ. გასოლი (10+14 მოხსნა+4 დაფარება).

მინესოტა-ოკლაჰომა 96:101
21:32, 27:28, 18:20, 30:21
მ: უიგინსი (22), ლავინი (21+9 მოხსნა), მუჰამადი (20), თაუნსი (14+10 მოხსნა).
ო: დურანტი (30+7 მოხსნა), უესტბრუკი (22+7 მოხსნა+11 პასი), კანტერი (18).

დალასი-კლივლენდი 107:110 (ო)
25:22, 27:25, 20:20, 23:28, 12:15
დ: პარსონსი (25+8 მოხსნა), ნოვიცკი (17+11 მოხსნა), უილიამსი (16+10 პასი), ფაჩულია (14+12 მოხსნა), მეტიუზი (11+7 მოხსნა), მაკგი (10).
კ: ჯეიმსი (27+10 მოხსნა+7 პასი), ირვინგი (20+9 პასი), ლავი (15+11 მოხსნა), სმიტი (12), დელავედოვა (12), შამპერტი (10), მოზგოვი (10+9 მოხსნა).

ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 95:91
15:22, 23:19, 29:30, 28:20
ლ: უილიამსი (19+8 პასი), კლარკსონი (18+7 მოხსნა), რასელი (13), რენდლი (7+11 მოხსნა).
ნ-ო: ევანსი (21), ანდერსონი (15+7 მოხსნა), ჰოლიდეი (14), გორდონი (14), კოული (11), აჟინკა (10+10 მოხსნა), აშიქი (1+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლებრონს არ ევასება ბუზერი. კავალიერს ყავს მოზგოვი და ვარეჯაო,რატომ უნდა დაიმატოს არაფრის გამკეთებელი ცენტრი როცა ის ორი ჯობია.კავალიარს სჭირდება კარგი 2ნომერი.სმიტი დაცვაში ცოდავს და შეტევაშიც თუ თამაში არ წაუვა ზარალია,ფინალში ვერაფერი გააკეთა სამი ენდვანი აკიდეს.
giorgi1990
02:54 14-01-2016
0
giorgi1990-ს

ბუზერი ცენტრი არ არის, მძიმე ფორვარდია, ამ პოზიციაზე კიდევ კევინ ლავის შემცვლელი სჭირდება, რომელიც ტრავმებისკენაა მიდრეკილი...

Walkabout
13:38 14-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული