NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი vs ლებრონი 35:16

AutoSharing Option
გუშინ, რეგულარულ სეზონში გიჟური დღე ვიხილეთ, რადგან ოთხ შეხვედრაში გამარჯვებული ოვერტაიმმა გაარკვია, თუმცა მთავარი შეხვედრა მაინც ის იყო, რომელშიც ერთმა გუნდმა 34 ქულის სხვაობით მოიგო.

მართლაც, ცენტრალური შეხვედრის არჩევა რთული არ ყოფილა, რადგან კლივლენდში ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები - "კლივლენდი" და "გოლდენ სტეიტი" ხვდებოდნენ.

"უორიორზს" უნდა დაემტკცებინა, რომ ბოლო დღეების ჩავარდნა (სამ მატჩში ორი მარცხი) შემთხვევითობის ბრალი იყო. და "გოლდენ სტეიტმა" თავიდანვე სერიოზულად მიხედა საქმეს. პირველ რიგში, ეს ითქმის სტივენ კარიზე, რომელმაც პირველ მეოთხედში გუნდური 34 ქულიდან 14 თავის ანგარიშზე მიითვალა.
სულ კი გასული სეზონის MVP-მ 35 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 12/18, სამქულიანები - 7/12).

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო კარისა და ლებრონ ჯეიმსის დუელი, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა მოიგო. ლებრონი ვერ ბრწყინავდა სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩში - 16 ქულა დააგროვა და კარიერაში სარგებლიანობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი დააფიქსირა - "-34". ჯეიმსს მხარი ვერ აუბეს პარტნიორებმა და ისე გამოვიდა, რომ მან, კევინ ლავმა და კაირი ირვინგმა ერთად 27 ქულა დააგროვეს, რაც ყველაზე უარესი შედეგია ამ სამეულის ერთად გამოსვლის ისტორიაში.

რაც შეეხება კარის, მან მიმდინარე სეზონში მეცამეტედ დააგროვა მინიმუმ 35 ქულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია წლევანდელ რეგულარულში.

* * *
კარის გარდა, გუშინდელ დღეს სხვა გმირებიც ჰყავდა. მაგალითად, ეს იყო კემბა უოკერი, რომელმაც 52 ქულა (თამაშიდან - 16/34, სამქულიანები - 6/11, საჯარიმოები - 14/15) დააგროვა "იუტასთან" ოროვერტაიმიან მატჩში. "შარლოტის" ლიდერმა შედეგიანობის პირადი და საკლუბო რეკორდები გაიმეორა. უოკერმა 52 ქულას 9 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დაუმატა, რითაც შეუერთდა რასელ უესტბრუკს, ლებრონ ჯეიმსს, კობი ბრაიანტსა და მაიკლ ჯორდანს - ბოლო 50 წლის განმავლობაში, ასეთი სტატისტიკა მხოლოდ ამ კალათბურთელებს ჰქონდათ.

შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "კლიპერსის" მცველმა ჯეი ჯეი რედიკმა. მან 9 სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში პირველად დააგროვა 40 ქულა. თავად კალიფორნიულმა კლუბმა კი 22 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

"კლიპერსმა" ორი ოვერტაიმის შემდეგ "ჰიუსტონი" დაამარცხა. ამ მატჩში "როკეტსაც" ჰყავდა თავისი გმირი. 36 ქულა და 26 მოხსნა დააგროვა დუაიტ ჰოვარდმა, რითაც გაიმეორა კრის უებერის ისტორიული მიღწევა. ჰოვარდი გახდა პირველი მოთამაშე 2001 წლის შემდეგ, ვინც მინიმუმ 35 ქულითა და 25 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. 15 წლის წინ, უებერის ანგარიშზე 51 ქულა და 26 მოხსნა იყო.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ვაშინგტონის უიზარდსის" მცველი ჯონ უოლი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. უოლმა საშუალოდ 25.0 ქულა, 6.0 მოხსნა, 9.8 პასი და 3.0 ჩაჭრა დააგროვა. მან ორ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 26.0 ქულა, 8.3 მოხსნა და 4.3 შედეგიანი პასი მოდის. დურანტმაც გასულ კვირას ორი ორმაგი დუბლი მიითვალა.

ნიუ იორკი-ფილადელფია 119:113 (2ო)
29:29, 23:18, 2:16, 20:33, 11:11, 12:6
ნ-ი: აფლალო (25), ენტონი (19+7 პასი), პორზინგისი (16+11 მოხსნა), ლოპესი (16+10 მოხსნა).
ფ: ოკაფორი (20), ნოელი (18+13 მოხსნა), სმიტი (16+16 პასი), კოვინგტონი (11).

შარლოტი-იუტა 124:119 (2ო)
29:28, 23:15, 21:21, 22:31, 13:13, 16:11
შ: უოკერი (52+9 მოხსნა+8 პასი), მარვ. უილიამსი (19), კამინსი (17), ზელერი (14), ბატუმი (10+9 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (36+9 პასი), ბერკი (25), გობერი (14+14 მოხსნა), ბუკერი (12), ჰუდი (11).

ვაშინგტონი-პორტლენდი 98:108
17:32, 40:27, 19:35, 22:14
ვ: გორტატი (16+14 მოხსნა), ტემპლი (15), დადლი (10), უოლი (9+10 პასი).
პ: მაკალუმი (25), ლილარდი (16), პლამლი (10+11 მოხსნა+7 პასი).

მემფისი-ნიუ ორლეანი 101:99
24:26, 25:25, 23:25, 29:23
მ: ლი (16), მ. გასოლი (16+10 მოხსნა), გრინი (16), ბარნსი (16), კონლი (15+10 პასი).
ნ-ო: ჰოლიდეი (23+9 პასი), დევისი (21), ანდერსონი (14), კოული (10), გორდონი (10).

დეტროიტი-ჩიკაგო 101:111
32:26, 21:30, 26:27, 22:28
დ: ჯექსონი (19), ილიასოვა (19+11 მოხსნა), მორისი (18), კოლდუელ-პოუპი (14), დრამონდი (13+16 მოხსნა).
ჩ: პ. გასოლი (31+12 მოხსნა), როუზი (20), ბატლერი (16+9 პასი), მაკდერმოტი (11), მიროტიჩი (10), გიბსონი (8+10 მოხსნა), ბრუქსი (6+10 პასი).

ატლანტა-ორლანდო 98:81
24:17, 27:21, 21:21, 26:22
ა: ჰორფორდი (15), ტიგი (14), მილსეპი (13+12 მოხსნა), სკოტი (12), სეფოლოშა (10), სპლიტერი (10).
ო: გორდონი (18), პეიტონი (16), ვუჩევიჩი (10+11 მოხსნა), ჰეზონია (10).

ტორონტო-ბრუკლინი 112:100
19:29, 33:20, 29:35, 31:16
ტ: ლოური (31+8 პასი), დეროზანი (30), როსი (12), პატერსონი (12), ვალანჩუნასი (6+12 მოხსნა).
ბ: ლოპესი (29+10 მოხსნა), ჯონსონი (22+7 პასი), სლოუნი (13), იანგი (11+9 მოხსნა).

კლივლენდი-გ. სტეიტი 98:132
21:34, 23:36, 23:34, 31:28
კ: ჯეიმსი (16), სმიტი (14), დელავედოვა (11), შამპერტი (10).
გ-ს: კარი (35), იგუოდალა (20), გრინი (16+10 პასი), ტომპსონი (15), ბარნსი (12).

დალასი-ბოსტონი 118:113 (ო)
29:16, 23:23, 18:33, 28:26, 20:15
დ: ნოვიცკი (31+11 მოხსნა), უილიამსი (20), პარსონსი (16), მეტიუზი (15), ფელტონი (14), ფაჩულია (5+19 მოხსნა).
ბ: ტომასი (20+7 პასი), სმარტი (20), ბრედლი (19), ოლინიკი (17), კრაუდერი (12), სალინჯერი (12+11 მოხსნა).

კლიპერსი-ჰიუსტონი 140:132 (ო)
33:21, 26:31, 35:28, 28:42, 18:10
კ: რედიკი (40), პოლი (28+12 პასი+6 ჩაჭრა), კროუფორდი (17), ჯორდანი (16+15 მოხსნა), პირსი (12), ჯონსონი (11).
ჰ: ჰოვარდი (36+26 მოხსნა), ტორნტონი (23), ჰარდენი (20+8 პასი), არიზა (18), ჯონსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული