დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა აღმოსავლეთის ბოლოსწინა გუნდის "ბრუკლინის" შინ მოგება "ოკლაჰომასთან", რომელიც ზედიზედ შვიდი მოგებით იწონებდა თავს. თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.
"ბრუკლინმა" მეორე მეოთხედში მცირე უპირატესობა მოიპოვა და მას საფინალო სირენამდე ინარჩუნებდა. "თანდერს" ვერ უშველა დურანტისა და უესტბრუკის
სამაგიეროდ, გააგრძელა მოგებათა სერია "ტორონტომ". კანადურმა კლუბმა 18 ქულით გაანადგურა შინ "კლიპერსი" და ზედიზედ მერვე გამარჯვება გაიფორმა. შეხვედრა უკეთ სტუმრებმა დაიწყეს, მაგრამ მთლიანად ჩააგდეს მეორე მეოთხედი - ეს 12-წუთეული 20 ქულით დათმეს.
შესვენების შემდეგ, კალიფორნიელებმა დროებით შეძლეს ბრძოლაში დაბრუნება, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. "ტორონტომ" თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო ზედიზედ რვა მატჩი და ახლა, აღმოსავლეთის ლიდერს "კლივლენდს" მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.
ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე "დალასმა" სტუმრად წააგო "ჰიუსტონთან". სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა - 23 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი.
ბრუკლინი-ოკლაჰომა 116:106
30:28, 30:24, 25:25, 31:29
ბ: ლოპესი (31+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (18), იანგი (14+14 მოხსნა), ჯონსონი (13+6 პასი), სლოუნი (11).
ო: დურანტი (32+10 მოხსნა+7 პასი), უესტბრუკი (27+11 მოხსნა+7 პასი), იბაკა (10+8 მოხსნა), პეინი (10), კანტერი (8+10 მოხსნა).
ჰიუსტონი-დალასი 115:104
36:29, 14:29, 34:27, 31:19
ჰ: არიზა (29), ჰარდენი (23+15 მოხსნა+10 პასი), სმიტი (16), ბრიუერი (13), ლოუსონი (10).
დ: პარსონსი (31), ნოვიცკი (19), ფელტონი (16+8 მოხსნა), მეტიუზი (15), მეჯრი (10+11 მოხსნა).
ტორონტო-კლიპერსი 112:94
27:34, 35:15, 21:22, 29:23
ტ: ლოური (21+6 პასი), ვალანჩუნასი (20+8 მოხსნა), დეროზანი (18), როსი (18), ჯოზეფი (12), პატერსონი (10), ბიიომბო (10+9 მოხსნა).
კ: პოლი (23+11 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (15+13 მოხსნა).
ფილადელფია-ბოსტონი 92:112
25:30, 18:28, 26:36, 23:18
ფ: კოვინგტონი (25+8 მოხსნა), ნოელი (12+9 მოხსნა), ოკაფორი (10).
ბ: ტომასი (20), კრაუდერი (20), ბრედლი (19), სმარტი (16), ტერნერი (11), სალინჯერი (8+11 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (3+12 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"