ზოგიერთები სამართლიანად უწოდებდნენ ამ მატჩს - ყველაზე საინტერესოს ისტორიაში, რადგან აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა რეგულარული ჩემპიონატის 44 მატჩის შემდეგ, ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები, რომლებსაც ჯამში 78 მატჩი ჰქონდათ მოგებული და მხოლოდ 10 წაგებული. და ეს გუნდები, ჯერჯერობით, ერთი თავით მაღლა დგანან სხვა კონკურენტებზე.
მაგრამ, სამწუხაროდ, ბრძოლა არ გამოვიდა. მაყურებელმა, პრაქტიკულად, ცალფარა თამაში იხილა, რაზეც მეტყველებს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე "სპურსის" მიერ გაშვებული 120 ქულა, 26 შეცდომა და
გასული სეზონის MVP-მ 37 ქულა დააგროვა, თუმცა ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ყველაზე სასარგებლო მოთამაშე დრეიმონდ გრინი იყო. მან 11 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა სულ რაღაც 27 წუთში.
"სან ანტონიოს" თავიდანვე არ წაუვიდა თამაში. კარიმ უკვე პირველ მეოთხედში 15 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი მხოლოდ ზრდიდა უპირატესობას. საკუთარ თავს არ ჰგავდნენ "სპურსის" ლიდერები - ლამარკუს ოლდრიჯი, კავაი ლეონარდი და ტონი პარკერი. ოლდრიჯმა ცხრიდან შვიდი ტყორცნა ააცილა და მხოლოდ ხუთი ქულა მიითვალა. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მეტი დრო მოედანზე სათადარიგო მანუ ჯინობილიმ გაატარა.
გაგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ, "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 34 ქულით გაანადგურა "კლივლენდი", ახლა 30 ქულით მოუგო "სან ანტონიოს". გამოდის, რომ "მეომრები" კონკურენციის გარეშე არიან ამ სეზონში და ინტრიგა აღარ არსებობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის და "გოლდენ სტეიტს" ვინმე კონკურენციას გაუწევს, თორემ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა მეტად უინტერესო გამოვა.
* * *
გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი გმირი გახდა დემარკუს კაზინსი, რომელმაც "შარლოტთან" შეხვედრაში 56 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. უფრო მეტსაც შეძლებდა, არბიტრებს ოვერტაიმის დასრულებამდე 3.30-ით ადრე, მისთვის საეჭვო პერსონალური რომ არ მიეცათ, რომელიც მეექვსე იყო "საკრამენტოს" ლიდერისთვის.
გიგანტმა 30-დან 21 ბურთი მოათავსა კალათში და 16-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. მიმდინარე სეზონში შედეგიანობით კაზინსი მხოლოდ კარისა და ჯეიმს ჰარდენს ჩამორჩება.
კლივლენდი-მინესოტა 114:107
32:29, 27:26, 24:18, 31:34
კ: ჯეიმსი (25+9 პასი), ტომპსონი (19+12 მოხსნა), დელავედოვა (18+7 პასი), ირვინგი (17+9 მოხსნა), სმიტი (11), ლავი (11).
მ: თაუნსი (26+11 მოხსნა), ლავინი (21+6 პასი), უიგინსი (20), დიენგი (13), მუჰამადი (10).
ვაშინგტონი-ბოსტონი 91:116
20:22, 29:31, 21:31, 21:32
ვ: პორტერი (15), დადლი (15), სეშენსი (12), გორტატი (10+11 მოხსნა), უოლი (8+10 პასი).
ბ: ტომასი (23+9 პასი), ტერნერი (18), სმარტი (13), ოლინიკი (13), ბრედლი (11), კრაუდერი (11).
ჩიკაგო-მაიამი 84:89
23:18, 24:31, 21:12, 16:28
ჩ: პ. გასოლი (19+17 მოხსნა), მიროტიჩი (15+8 მოხსნა), ბატლერი (13), ბრუქსი (13+6 პასი).
მ: უეიდი (28+7 მოხსნა), ბოში (18+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (8+10 მოხსნა).
მემფისი-ორლანდო 108:102 (ო)
31:33, 33:32, 16:16, 20:19, 8:2
მ: გრინი (30+8 მოხსნა), რენდოლფი (18+13 მოხსნა), მ. გასოლი (17), ლი (16), კონლი (12+9 პასი), ალენი (9+12 მოხსნა).
ო: ფურნიე (16), ჰარისი (16), ვუჩევიჩი (16+14 მოხსნა), პეიტონი (14), გორდონი (10+9 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 111:112
29:32, 31:26, 32:35, 19:19
ნ-ო: ჰოლიდეი (32+9 პასი), ანდერსონი (22+9 მოხსნა), დაგლასი (18+6 პასი), კოული (10), ჯი (5+10 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (35+11 მოხსნა+8 პასი), არიზა (31), ტორნტონი (12), ბევერლი (11+7 მოხსნა), კაპელა (10).
დენვერი-ატლანტა 105:119
30:31, 20:35, 26:24, 29:29
დ: ბარტონი (21+8 მოხსნა), ჰარისი (15), გალინარი (15), იოკიჩი (15+10 მოხსნა), კილპატრიკი (11), მუდიაი (10+6 პასი).
ა: მილსეპი (22+9 მოხსნა), ჰორფორდი (18), შრიოდერი (15), ტიგი (12+10 პასი), სპლიტერი (10).
იუტა-დეტროიტი 92:95
13:22, 23:26, 23:21, 33:26
ი: ჰუდი (23), ჰეივორდი (22), გობერი (17+17 მოხსნა), ფეივორსი (14).
დ: ჯექსონი (29), ილიასოვა (16+8 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (12+7 მოხსნა), ტოლივერი (12).
საკრამენტო-შარლოტი 128:129 (ო)
31:16, 25:30, 28:42, 31:27, 13:14
ს: კაზინსი (56+12 მოხსნა), გეი (20+9 მოხსნა), კოლისონი (15+6 პასი), კასპი (13+8 მოხსნა), რონდო (7+10 მოხსნა+20 პასი).
შ: დენიელსი (28+7 მოხსნა), უოკერი (24+8 პასი), მარვ. უილიამსი (21), ლინი (20+7 მოხსნა+11 პასი), ჰოიესი (18+7 მოხსნა).
გ. სტეიტი-სან ანტონიო 120:90
29:23, 33:24, 33:19, 25:24
გ-ს: კარი (37+5 ჩაჭრა), ტომპსონი (11), გრინი (11+9 მოხსნა+6 პასი), ლივინგსტონი (13), რაში (13), სპეიტსი (12+7 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (16), უესტი (12), მარიანოვიჩი (12).
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" მცველი კემბა უოკერი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 34.8 ქულა, 6.0 მოხსნა, 6.0 პასი და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. "იუტასთან" შეხვედრაში უოკერის ანგარიშზე 52 ქულა იყო.დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "საკრამენტო კინგზის" ცენტრი დემარკუს კაზინსი, რომელიც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კაზინსის ანგარიშზე საშუალოდ 36.0 ქულა და 14.7 მოხსნა მოდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს სტივენ კერი არის ამ დიდებული გუნდის მწვრთნელი.