NBA. ესენი "ოლ სტარზე" ჩატენიან

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ჩატენვების კონკურსის მონაწილეები.

საუკეთესო დანკერის ტიტულისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან: ზაკ ლავინი ("მინესოტა"), უილ ბარტონი ("დენვერი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი") და აარონ გორდონი ("ორლანდო").

ამ ოთხეულიდან ლავინი შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია.

"ყველა ვარსკვლავის უქმეები ტორონტოში 12-14 თებერვალს იქნება. ჩატენვების კონკურსი 13 თებერვალს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული