NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 51 ქულა 36 წუთში! კარი თითქმის ბრაიანტი იყო

AutoSharing Option
გუშინდელ სათამაშო დღეს ბევრი გმირი ჰყავდა. ავიღოთ, მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო და კარიერაში 26081 ქულამდე ავიდა. თითქოს რიგითი რიცხვია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ "კლივლენდის" ფორვარდმა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში კევინ გარნეტს გაუსწრო და მე-16 ადგილზეა.

და, ალბათ, ძალიან მალე გადაუსწრებს პოლ პირსსა და ტიმ დანკანს, რომლებსაც, შესაბამისად, 66 და 221 ქულით ჩამორჩება.

მაგრამ, ლებრონს სანახევროდ პოზიტიური დღე ჰქონდა, რადგან მისმა გუნდმა "შარლოტთან" წააგო და შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოგებათა სერია. ყველაზე უცნაური ის არის, რომ "შარლოტის" რიგებში არ
იყო კემბა უოკერი, რომელიც მატჩს ფეხის ტრავმის გამო ტოვებდა. მის არყოფნაში ლიდერობა ჯერემი ლინმა იტვირთა, რომელმაც 24 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა დააგროვა.

* * *
"სან ანტონიოს" ახალწვეულმა ლამარკუს ოლდრიჯმა 36 ქულა ჩაუგდო "ნიუ ორლეანს", არადა, ენტონი დევისის წინააღმდეგ უწევდა მოქმედება. "სპურსმა" ზედიზედ 27-ე საშინაო მატჩი მოიგო, რითაც 1946-47 წლების "ვაშინგტონის" შედეგი გაიმეორა. სხვათა შორის, "სან ანტონიო" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ წაუგია. ასეთივე შედეგით "გოლდენ სტეიტიც" იწონებს თავს.
* * *
დიდი ბრძოლა გაუმართა "ორლანდომ" "ოკლაჰომას". და მოგების შანსიც ჰქონდა: საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე, 114:114-ზე, ვიქტორ ოლადიპო ფარქვეშ შევიდა და მატჩში მეექვსე დანკი შეასრულა. ახალგაზრდა ფორვარდმა 37 ქულით დაასრულა შეხვედრა. ამდენივე ჰქონდა კევინ დურანტსაც. ბოლო სამი ქულა "ოკლაჰომას" ლიდერმა ბოლო წამზე ჩააგდო. ეს იყო მის კარიერაში საფინალო ხუთ წამში ჩაგდებული გამარჯვების მომტანი მეშვიდე სამქულიანი.

ბუნებრივია, დურანტის გვერდით უნდა ვახსენოთ რასელ უესტბრუკი, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი. 24 ქულა, 19 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი, მართლაც, შთამბეჭდავი რიცხვებია, მით უმეტეს, რომ აქამდე არც ერთ გამთამაშებელს

არ დაუფიქსირებია ასეთი ტრიპლ-დაბლი.

* * *

უესტბრუკისთვის ეს იყო სეზონში მერვე სამმაგი დუბლი და ის ორით ჩამორჩება "გოლდენ სტეიტის" ფორვარდს დრეიმონდ გრინს. "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მისი მონაგარი 12 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა იყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გრინმა თამაშიდან მხოლოდ ხუთი ტყორცნა შეასრულა.

გრინს განსაკუთრებული დაძაბვა და მონდომება არ დასჭირვებია, რადგან მის გუნდში თამაშობს კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია იყოს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იმის მიუხედავად, რომ 45 მატჩიდან 16-ში საერთოდ არ გასულა მეოთხე მეოთხედში მოედანზე. რა თქმა უნდა, ლაპარაკია სტივენ კარიზე.

გასული სეზონის MVP-მ თამაშიდან 28 ტყორცნა შეასრულა და 19 ჩააგდო, 16-დან 11 სამქულიანი გამოიყენა (პირადი რეკორდის გამეორება), აგრეთვე სამიდან ორი საჯარიმო მოათავსა კალათში. ამ ყველაფერმა 51 ქულა შეადგინა! გარდა ამისა, კარიმ 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. და ეს მხოლოდ 36 წუთში! "ვაშინგტონის" გამთამაშებელი ჯონ უოლი, თავისი 41 ქულით "მეფე" იქნებოდა, მაგრამ არა იმ საღამოს.

"სტეფი ჰგავდა კობის იმ მატჩში, როცა 81 ქულა დააგროვა. ის არ აცილებდა ბურთს, - ამბობს უოლი შეხვედრის პირველ ტაიმზე, რომელშიც კარიმ 14-დან 13 ბურთი ჩააგდო და 36 ქულა დააგროვა. - შეიძლება მის წინააღმდეგ საუკეთესოდ დაიცვა თავი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ხელს ვუშლიდით კარის, თითქმის არ ვაძლევდით ღია ტყორცნების შესრულების საშუალებას, მაგრამ შედეგი ტაბლოზეა!"

საერთოდ, კარის ფენომენის ახსნა იოლად შეიძლება, თუ მისი სამქულიანების სტატისტიკას გამოვიკვლევთ. კარიერაში 1423 გამოყენებული შორეული ტყორცნა 44.3 პროცენტის სიზუსტით - ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. წელს, 47 მატჩში მან 232 სამქულიანი ჩააგდო. შედარებისთვის, მხოლოდ ექვსმა ადამიანმა შეძლო ამ ზღვარის გადალახვა მთელი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში! კარის კი წინ კიდევ 34 მატჩი აქვს!

შარლოტი-კლივლენდი 106:97
23:23, 26:35, 33:17, 24:22
შ: ლინი (24+8 პასი), მარვ. უილიამსი (16), კამინსკი (15), კიდ-გილკრისტი (11+13 მოხსნა), ბატუმი (10).
კ: ირვინგი (26), ჯეიმსი (23+6 პასი), სმიტი (14), ლავი (12+12 მოხსნა).

ფილადელფია-ატლანტა 86:124
17:27, 25:31, 20:30, 24:36
ფ: სტაუსკასი (17), კენანი (11), ოკაფორი (10), ნოელი (10).
ა: ჰარდუეი (13), სკოტი (13+9 მოხსნა), ბეიზმორი (12), შრიოდერი (12), სეფოლოშა (12), მუსკალა (12), ტიგი (10), მილსეპი (10).

ბოსტონი-დეტროიტი 102:95
27:16, 29:20, 22:24, 24:35
ბ: ტომასი (17+7 პასი), ბრედლი (15), ტერნერი (14), კრაუდერი (12), სალინჯერი (12), სმარტი (12)..
დ: ჯექსონი (17+7 პასი), ილიასოვა (16), დრამონდი (16+13 მოხსნა), მორისი (15), ჯონსონი (11+9 მოხსნა).

ბრუკლინი-ინდიანა 100:114
23:26, 20:36, 34:25, 23:27
ბ: ლოპესი (21), ჯონსონი (20+9 პასი), ელინგტონი (16), იანგი (16+14 მოხსნა), სლოუნი (11+7 პასი).
ი: მაილზი (27), ჯორჯი (17+6 პასი+5 ჩაჭრა), ჯორჯ ჰილი (13), ალენი (12), ელისი (11).

ვაშინგტონი-გ. სტეიტი 121:134
28:43, 32:31, 32:29, 29:31
ვ: უოლი (41+10 პასი), ბილი (18), სეშენსი (12), ნენე (12).
გ-ს: კარი (51), ტომპსონი (24), ბარნსი (12), გრინი (12+10 მოხსნა+12 პასი+5 დაფარება).

ოკლაჰომა-ორლანდო 117:114
32:32, 34:33, 30:29, 21:20
ოკლ: დურანტი (37), უესტბრუკი (24+19 მოხსნა+14 პასი), კანტერი (13).
ორლ: ოლადიპო (37), ვუჩევიჩი (16), ჰეზონია (16), ჰარისი (15), სმიტი (13).

დალასი-მაიამი 90:93
21:21, 25:26, 19:27, 25:19
დ: ნოვიცკი (28), პარსონსი (12), ბარეა (11), ფელტონი (11), ფაჩულია (10+15 მოხსნა)..
მ: ბოში (20), უეიდი (18), დენგი (15), უაიტსაიდი (10+9 მოხსნა+5 დაფარება).

ს. ანტონიო-ნ. ორლეანი 110:97
30:27, 23:18, 30:34, 27:18
ს-ა: ოლდრიჯი (36), ლეონარდი (26), გრინი (16), უესტი (14).
ნ-ო: დევისი (28+10 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (20), კოული (14+9 პასი), აშიქი (6+11 მოხსნა), ანდერსონი (10+10 მოხსნა).

იუტა-დენვერი 85:81
21:23, 19:23, 21:17, 24:18
ი: ჰეივორდი (16), ფეივორსი (16+11 მოხსნა+6 დაფარება), გობერი (12), ნეტო (10).
დ: გალინარი (24), ფარიდი (14), ჰარისი (11), ბარტონი (10+10 მოხსნა).

საკრამენტო-ჩიკაგო 102:107
25:34, 32:26, 18:20, 27:27
ს: კაზინსი (30+11 მოხსნა), კოლისონი (19), ბელინელი (18), გეი (12), კასპი (10).
ჩ: მური (24), როუზი (21+9 პასი), პ. გასოლი (16+13 მოხსნა), გიბსონი (12), მაკდერმოტი (11).
კლიპერსი-მინესოტა 102:108
27:27, 28:26, 19:23, 28:32
კ: პოლი (22+8 პასი), კროუფორდი (21), ჯორდანი (18+15 მოხსნა), ჯონსონი (12).
მ: უიგინსი (31), თაუნსი (17+12 მოხსნა), ლავინი (17), დიენგი (12+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული